in

W-Forte-ს ქოფირაითერ გივი ქემოკლიძის „ტრანსფერი“ HOLMES&WATSON-ში

W Forte-ს ქოფირაითერი – გივი ქემოკლიძე HOLMES&WATSON-ში გადავიდა.

„სხვადასხვა ორგანიზაციებში, სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე თავი სარეკლამო სფეროში მეცადა. ფეხი ავიდგი JWT Metro-ში, 1 წლის შემდეგ გადავედი W-Forte-ში, 3 დღის წინ კი HOLMES&WATSON-ში დავიწყე მუშაობა. W-Forte ქოფირაითერისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, რადგან მიწევდა 3 სხვადასხვა ენაზე მუშაობა და წერა. ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი სირთულე, თუმცა, დროსთან ერთად ვეჩვეოდი და ბოლოს ჩვეულებრივ რუტინად იქცა. HOLMES&WATSON ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი სააგენტოა და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი. ალბათ, ვერ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ პირველ რიგში საინტერესო ბრიფებს ველი, ასევე, ჩემს ასაკში აუცილებელია მეტი გამოცდილების დაგროვება და ველი, რა თქმა უნდა, კენწეროში გატკბილებას და მნიშვნელოვან საფესტივალო ჯილდოებს“ – გივი ქემოკლიძე, HOLMES&WATSON-ის ქოფირაითერი.

BOG
BOG

„სამეზობლო ცაში“ – Lisi Green Tower-ის ვიდეორგოლი WINDFOR’S-ის შესრულებით

ბიზნეს ანალიტიკის ტრენინგი “მართვის აკადემიისგან”