in

ნახეთ: Wabi Sabi-ს იაპონური ხედვით შექმნილი Porsche

დანიელ არშამი Wabi Sabi-ს იაპონურ აზროვნებას მიმართავს, როგორც შთაგონებას მისი Porsche 1955 356-ისთვის. შედეგი კი რუსტიკული ვიზუალია, რომელიც Blade Runner-ის სცენებს მოგაგონებთ. 

Wabi Sabi ჩვენი ცხოვრების არასრულყოფილ ბუნებას უყურებს და მასში აყვავების გზას პოულობს, იგი სილამაზეს ნაკლშიც კი აფასებს. ამგვარად, არშამმა „356 ბონსაი“ შექმნა, რათა ძველად შეღებილის ვიზუალი ჰქონოდა, დაჟანგული ნაწილებით ფარების თავზე და  მოძველებული სავარძლით ინტერიერში. 

კონკრეტული ვიზუალის შექმნაში მხატვარს მეთიუ ამირატი Bridgehampton Motoring Club-იდან და ჯონ უილჰოიტი Willhoit Auto Restoration-დან დაეხმარნენ. თუ დააკვირდებით, მანქანის უკან ნაწილზე ძველი ჯინსის ქსოვილსაც კი შეამჩნევთ. ამასთან, ინდიგოს ფერში წარმოდგენილ ქსოვილებს მანქანის სალონშიც იხილავთ. არჩეული მასალები შთაგონებული იყო იაპონელი დიზაინერების Motofuki “Poggy” Kogi-სა და Yutaka Fujihara-ს მიერ, ეს ყველაფერი კი მანქანის მკაცრ ლითონს მეტ სირბილეს მატებდა. 

საინტერესოა ისიც, რომ საბარგულში ტატამის ხალიჩაა დაგებული, რომელზეც სათადარიგო საბურავი თავსდება. უკანა ნაწილზე BONSAI-ს წარწერას ამოიკითხავთ და აქვე ამ მცენარის ემბლემასაც ნახავთ. კონკრეტული ვერსიის გაცოცხლებისთვის კი დიზაინერს 2 წელი დასჭირდა.

Apple iOS 16-ზე რეკლამებს ამატებს, თანაც, გამორთვის ფუნქციის გარეშე!

BTU მსოფლიო ბესტსელერს „Strategic Market Management“ ქართულად გამოსცემს!