in

Wacaco-მ მსოფლიოში ყველაზე პატარა ზომის ესპრესოს აპარატი შექმნა!

ის სულ რაღაც სტანდარტული ჭიქის ზომისაა

იმდენად პატარა, რომ ხელი შემოხვიოთ – შეიძლება, ასე აღიწეროს Wacaco-ს ახალი ყავის აპარატი Picopresso. ამავდროულად, სრულიად შესაფერისი ძლიერი და გემრიელი ესპრესოს მოსამზადებლად.

Liffit
Liffit

კომპანია Wacaco-ს საუკეთესო პროდუქტებს შორის 2014 წლის Minipresso და 2017 წლის Nanopresso სახელდება. თუმცა უახლესი ყავის აპარატი მნიშვნელოვნად სცილდება ყველა წინამორბედს. ეს არის დაახლოებით სტანდარტული ჭიქის ზომის აპარატი, რომელსაც მარტივად ატარებთ ყველგან, სადაც წახვალთ.

10,5 სმ სიმაღლის მქონე აპარატი ძვირადღირებულ, უგემრიელეს ორმაგ ესპრესოს ამზადებს. ყავის კაფსულაში 18 გრამი ყავა, ხოლო წყლის ავზში დაახლოებით, 80 მლ წყალი ეტევა, რაც საკმარისია ორმაგი დოზისთვის. ამასთან, “პიკოპრესოს” მომზადების გზა არაფრით განსხვავდება დიდი ესპრესოს აპარატებისგან.

აღსანიშნავია, რომ მოწყობილობა სრულად ელექტროენერგიის გარეშე მუშაობს. მისი შთამბეჭდავი სატუმბი სისტემა 18 ბარ წნევას წარმოქმნის. ყავის ჭიქაში ჩამოსასხმელად კი მცირეოდენი მოქმედება დაგჭირდებათ – აპარატის გვერდზე მოთავსებულ დგუშზე ოდნავი ხელის დაჭერაა საჭირო. შედეგად, ჭიქა თითქმის მყისიერად აივსება ყავით. როგორც კომპანია აცხადებს, ის წლების განმავლობაში მუშაობდა სახარში/სატუმბი სისტემის მასშტაბის შემცირებაზე ისე, რომ ყავას არომატი და სახასიათო თვისებები არ დაეკარგა.

გარდა ამისა, მყარი კონსტრუქციის მქონე აპარატს თან ახლავს სამოგზაუროდ განკუთვნილი ჩასადებო და ყველაფერი, რაც მაღალი დონის ესპრესოს მოსამზადებლად გჭირდებათ. მისი ფასი $99-ს შეადგენს და ამ ეტაპზე ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარი შეკვეთის გაკეთებაა შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank-ის მორიგი შეხვედრა „From Tbilisi to San Francisco: Acceleration Journey“ გაიმართება

აგროჰაბი ექსკლუზიურად Glovo-ზეა