Mercedes-Benz-მა გადაწყვიტა, Wackeldackel-ისთვის ახალი სიცოცხლე მიენიჭებინა. თუ ეს სახელი არ გეცნობათ, საუბარია მანქანებში ძალიან პოპულარულ, 1965 წელს გამოშვებულ „თავმოქანავე“ ძაღლის აქსესუარზე. ამისათვის კი კომპანია Superplastic-თან თანამშრომლობს — გასართობ ბრენდთან, რომელიც სოციალური მედიებისთვის ვირტუალურ პერსონაჟებს ქმნის ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა Gucci, Tommy Hilfiger და Fortnite.
მართალია, შინაური ცხოველის აქსესუარის ბოლო პერიოდში ნაკლებ აქტუალურია, მაგრამ მერსედესმა ის 3D ანიმაციურ პერსონაჟად აქცია, სახელწოდებით SpokesDog. ამასთან დაკავშირებით თემატური რეკლამაც კი შეიქმნა, სადაც მთავარი აქცენტი სამი პერსონაჟის მოგზაურობას ეთმობა — ისინი კოსმოსურ მოგზაურობაში მიდიან, სანამ დედამიწაზე დაბრუნდებიან და თავიანთ Mercedes-Benz-ში მოთავსდებიან.
რა თქმა უნდა, ეს ჭკვიანური ნაბიჯია, რომელიც ახალგაზრდა თაობას ნოსტალგიურ ემოციებთან აკავშირებს და წარსულის საკულტო ობიექტს ციფრული სფეროს ნაწილად აქცევს.