in

Miss AI — WAICA ციფრული ავატარების სილამაზის კონკურსს მართავს!

ხელოვნური ინტელექტი ყველა ინდუსტრიაში შეიჭრა და ამჯერად სილამაზის კონკურსებს მიჰყო ხელი — World AI Creator Awards (WAICAs) Miss AI-ის კონკურსს იწყებს, რომელშიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ავატარები Miss World-ის მსგავსი ვირტუალური გვირგვინისთვის იბრძოლებენ. 

საინტერესოა, რომ Miss AI პირველი რეალური სილამაზის კონკურსის 150 წლის იუბილეზე გამოჩნდა, რაც სილამაზის იდეალების დრამატულ ევოლუციაზე მიგვითითებს. თუმცა მეორე მხარეს დგას Dove, რომელმაც ფიციც კი დადო, რომ AI-ის არასდროს გამოიყენებდა ქალების გამოსახულების შესაქმნელად. თუ მიზეზები გაინტერესებთ, ამ ბმულს ესტუმრეთ, ახლა კი ხელოვნური ინტელექტის სილამაზის კონკურსს დავუბრუნდეთ.

გარდა იმისა, რომ მონაწილეებს უნაკლო სახეები და კოდები უნდა ჰქონდეთ, მათ უნიკალური კრიტერიუმებით შეაფასებენ. ისეთ კითხვაზეც უნდა ჰქონდეთ პასუხი, როგორიცაა: ერთი ოცნება რომ გქონდეთ, რომელიც მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევდა, რა იქნებოდა?. საინტერესოა, რომ ამ კითხვასთან ერთად პერსონაჟის შექმნის მიღმა არსებული ტექნიკური უნარებიც შეფასდება… 

კონკურსში ჩართვა ნებისმიერი AI გენერატორის გამოყენებით შეუძლიათ, იქნება ეს DeepAI, Midjourney თუ საკუთარი მოდელები. ხოლო Miss Pixel-Perfect-ს მოუწევს, Miss Popular-იც იყოს. ამ პროცესში პოპულარობასაც დააკვირდებიან, რომელიც კონკურსის მონაწილეთა ჩართულობასა და აუდიტორიის ზრდას ეფუძნება ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა ინსტაგრამი.

რაც შეეხება ჟიურის, ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ:

საუკეთესო ათეული 10 მაისს გამოცხადდება. Miss AI-ის გამარჯვებულისთვის პრიზი 13 000 დოლარი იქნება, მეორე ადგილის მფლობელისთვის 5 000, ხოლო მესამე ადგილზე გასული ავატარი ჯილდოდ 2000 დოლარს მიიღებს. 

თიბისი დაზღვევა X ენთები — სპეციალური პირობები პარტნიორებისათვის

Nike-მა „მომავლის ფეხსაცმელები“ შექმნა