in

წაიკითხეთ სტატია მის გაზიარებამდე – Facebook-ის ახალი სატესტო ფუნქცია

მსგავს ფუნქციას Twitter გასული წლის სექტემბრიდან იყენებს

veon
veon

Facebook-მა ახალი ფუნქციის გატესტვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც მომხმარებლებს ბმულის საკუთარ გვერდზე გაზიარებამდე მისი გახსნა შეეძლებათ. კომპანიის თანახმად, ამის მიზანი მეტი ინფორმირებულობა და სიახლის გააზრებულად გაზიარებაა…

“თქვენ აპირებთ, ეს სტატია გახსნის გარეშე გააზიაროთ. ეს კი ძირითადი ფაქტების დაკარგვას გულისხმობს” – ნათქვამია განცხადებაში. რაც მთავარია, არჩევანი კვლავ თქვენზეა – თავად გადაწყვეტთ, გაცნობიერებულად გაუზიაროთ სტატია თქვენს მეგობრებს, თუ მხოლოდ სათაურის მიხედვით იმსჯელოთ.

თუ ასეთი შეტყობინება თქვენთვის ნაცნობია, ეს იმიტომ, რომ მსგავს ფუნქციას Twitter გასული წლის სექტემბრიდან იყენებს. თვეების განმავლობაში ჩატარებულმა ტესტირების თანახმად, ამ გზით საგრძნობლად გაზარდა სტატიის გაზიარებამდე მისი წაკითხვის შემთხვევები. თუმცა ამასთან ერთად, Facebook-ს იმის მოლოდინიც უნდა ჰქონდეს, რომ ზოგიერთი მომხმარებელი საერთოდ უარს იტყვის კონკრეტული კონტენტის გახსნა-წაკითხვასა და საკუთარ გვერდზე განთავსებაზე.

ედ შირანი საფეხბურთო კლუბ „იფსვიჩის“ მთავარი სპონსორი გახდა

„ვოლტი საქართველო“ 3 წლის გახდა!