in

ახალი კამპანია პასუხობს კითხვას: რა არის Snapchat?

როდესაც Wieden+Kennedy-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კოლინ დეკურსი, Snapchat-ის მთავარი კრეატიული დირექტორი გახდა, მანდ თქვა, რომ ის ყველაზე ცნობილი, მაგრამ ნაკლებად გასაგები სოციალური პლატფორმა იყო. მისი ახალი კამპანია კი სწორედ ამის გამოსწორებაზეა ორიენტირებული.

რეკლამაში “Wait You See It” ვხედავთ ცხენის და ძაღლისთავიან ადამიანებს; მათ უჩვეულოდ დიდ, წელვად თვალებს თუ ცხვირებს; ადამიანებად ქცეულ ბროკოლის, ტოსტის პურებსა და საბოლოოდ დედამიწასაც კი ჩვენი მსგავსი სახე აქვს. ზოგიერთისთვის ეს სოციალური მედიის დისტოპიური კოშმარია, ზოგისთვის კი — შემოქმედებითი შესაძლებლობების სახალისო გამოვლინება. ბრენდიც ამ უკანასკნელისკენ ისწრაფვის.

„ახალი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი Snapchat-ის მომხმარებლებს შორის კავშირის დამყარებაა. ვცდილობთ, მეტად დავანახოთ ადამიანებს, რა შეუძლია ჩვენს პლატფორმას და როგორ აახლოებს ის მთელ სამყაროს“, — აღნიშნავს კოლინ დეკურსი.

ამასთან, კომპანიის მონაცემებით, 250 მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად ურთიერთობს გაფართოებულ რეალობასთან (AR) Snapchat-ზე. პლატფორმაზე დასაქმებულია 300 000 AR სპეციალისტი და დეველოპერი, რომლებმაც 3 მილიონზე მეტი გაძლიერებული ლინზა შექმნეს.

„ბუშონი” – ღვინის, როგორც ურთიერთობისა და კულტურის დამკვიდრების ბრენდი

20 დღე მსოფლიო ჩემპიონატამდე