22
Feb
2019

ბედნიერების ლოდინი, როგორც დროის ფლანგვა

22 Feb 2019

ბედნიერება არის მდგომარეობა, რომლისკენაც ყველა მიილტვის. ეს ცნება, ისევე, როგორც სიყვარული თუ სილამაზე, ყველას განსხვავებულად ესმის. თუმცა, ფსიქოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ ცხოვრებით კმაყოფილების მიღწევა კონკრეტულ ინდივიდზე, მის მოქმედებაზე, შეხედულებებსა და ღირებულებებზეა დამოკიდებული.  ცხოვრებით კმაყოფილების მისაღწევად თუ ელოდებით მოვლენებს, რომელიც ოდესმე, თქვენგან დამოუკიდებლად მოხდება, შესაძლოა ამ მომენტს ვერ მოესწროთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომლის გაცნობიერება და გათვალისწინებაც ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ:

statiebi-bog
statiebi-bog

 

პრობლემაა ის, რომ ჩვენ შეჩვეულები ვართ ადამიანების განსჯას. ჩვენ გვინდა ისინი იყვნენ ისეთები, როგორებიც ჩვენ, იდეალურ შემთხვევაში წარმოგვიდგენია. მათი შეცვლა გვინდა. გვინდა, რომ ფიქრობდნენ და იქცეოდნენ ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ან ვიქცევით. ეს შეუძლებელია, რადგან ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს განსხვავება ხშირად ჩვენს ფრუსტრაციასა და იმედგაცრუებას იწვევს. ამის თავიდან ასარიდებლად, შეგვიძლია შევხედოთ ადამიანს, როგორც ძალიან საინტერესო ფენომენს, ისე ნეიტრალურად, რამდენადაც შეგვიძლია მცენარეების განსხვავებულობის განხილვა. ისინი უბრალოდ არსებობენ. ისინი არიან ჩვენს ცხოვრებაში როგორც გამვლელები, თანამშრომლები, შეყვარებულები, მეგობრები, მშობლები და ა.შ. მათი შეცვლისა და საკუთარ თავზე მორგების მცდელობის ნაცვლად, ეცადეთ მიიღოთ ისინი მათი განსხვავებული თვისებებითა და ღირსებებით.

შეეცადეთ გაიგოთ რა თამაშს თამაშობენ ადამიანები. მათზე დაკვირვება ძალიან საინტერესოა და რომ არა ეს განსხვავებულობა, ეს პროცესი უინტერესო გახდებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაკვივების უნარი ნარცის და პასიურ აგრესორი ადამიანების აღმოჩენისათვის და მათთან ურთიერთობის თავიდან არიდების კუთხით. თუმცა, როგორც გრინი ამბობს, „თითოეულ ადამიანს, რასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, აქვს მიზეზი, რის გამოც ასეთ ადამიანად იქცა“.

უნდა განსაზღვროთ თქვენი ღირებულებები და იცხოვროთ მათი მიხედვით
წიგნში 90 Seconds to a Life You Love ჯოან როზენბერგი გვთავაზობს გამოვყოთ სამიდან ხუთამდე მნიშვნელობა, რომელიც განსაზღვრავს, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და ჩვენი აზრით, როგორ აღგვიქვამენ სხვები. ის გვთავაზობს ჩამონათვალს: ექსპრესიული, მიმტევებელი, დიდსულოვანი, მადლიერი, თავმდაბალი, მხიარული, კეთილი, მოსიყვარულე, ოპტიმისტი, მომთმენი, ცელქი, პატივსაცემი, გამგები და ა.შ. „თუ გინდათ განვითარება, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ თქვენი სიტყვები და ქცევა უკავშირდებოდეს თქვენს ღირებულებას. არ მისცეთ სხვადასხვა სიტუაციასა თუ არგუმენტს საშუალება განაპირობონ თქვენი ქცევა. მიიღეთ გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც ფაქტს თქვენი ღირებულებების მიხედვით განიხილავთ“, – აღნიშნავს როზენბერგი. კონკრეტული ღირებულების მიხედვით მოქმედება თქვენს თვითკმაყოფილებას, შესაბამისად კი, ცხოვრებით კმაყოფილებას გაზრდის.

ფულს არ შეუძლია ბედნიერი გაგხადოთ 
დევ ასპრი, წიგნში Game Changers: What Leaders, Innovators, and Mavericks do to Win at Life, ერთ-ერთ კვლევაზე (2010) დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებსაც ხელფასი წელიწადში, საშუალოდ, $75,000 დოლარი აქვთ, სტაბილურად ბედნიერები არიან. ამ ნიშნულის ზემოთ, რამდენჯერ მეტიც არ უნდა გამოიმუშავონ დასაქმებულებმა, მათი ბედნიერების ხარისხი თითქმის უცვლელია. ეს იმის გამოა, რომ მას შემდეგ, რაც დაიკმაყოფილებთ ბაზისურ მოთხოვნილებებს და აღარ გჭირდებათ მიზნის მისაღწევად სტრესში ყოფნა. ნამდვილი ბედნიერება მოდის თქვენი შესაძლებლობებისა და ვნებების რეალიზებით. „ნამდვილი მღელვარება ბიზნესისთვის და ზოგადად, ცხოვრებისთვის არის პროცესი, რომელიც ინტერაქციის, ურთიერთობის ხარისხს უკავშირდება, ასევე ღირებულებას, ითანამშრომლოთ ადამიანებთან“, – წერს ასპრი. ის გვთავაზობს, დავფიქრდეთ, რა რაოდენობის თანხა გვჭირდება ჩვენი ბაზისური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თუ შეგეძლებათ ამ თანხის გაორმაგება, რაში დახარჯავთ თქვენს დროს? პასუხი ამ კითხვაზე შეიძლება იქცეს იმის ინდიკატორად, თუ რა გხდით ბედნიერს და რისი გაკეთება უნდა დაიწყოთ დღეიდან.

წყარო: Inc



განხილვა