14
ნოე
2017

კიდევ ერთი ოჯახური საშობაო სამზადისი Waitrose-ის შავ-თეთრ ვიდეორგოლში

14 ნოე 2017

მართალია, ჯერ მხოლოდ ნოემბერია, თუმცა, სხვადასხვა კომპანიები უკვე ზრუნავენ საზოგადოების განწყობაზე და არაჩვეულებრივი სანახაობებით გვანებივრებენ. კიდევ ერთ საინტერესო საახალწლო სარეკლამო ვიდეორგოლი სუპერმარკეტების ქსელმა Waitrose-მა მოამზადა, სააგენტო DDB-სთან თანამშრომლობით. ვიდეოს ფორმატი ცოტათი უცნაურია, რადგან ის შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, მიუხედავად ამისა, სიუჟეტი ნამდვილად ძალიან ორიგინალური და სახალისოა. ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, ბარში ლუდის დასალევად მისული ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები დიდთოვლობის გამო სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და ამასთან ელექტროენერგიის გარეშეც კი რჩებიან. სწორედ ასეთ, ერთი შეხედვით გამოუვალ, მაგრამ რეალურად ძალიან ემოციურ და სასიამოვნო მომენტებში იჩენს ხოლმე თავს ახალი წელი მთელი თავისი ხიბლით.

 

განხილვა