in

ინტერნეტში ახალი საძიებო სისტემა გამოჩნდა — Waldo

veon
veon

სულ ახლახან ინტერნეტ სივრცეში ახალი საძიებო სისტემა გამოჩნდა, სახელწოდებით Waldo. ეს უკანასკნელი Google-ის, Bing-ისა და სხვათა საძიებო ინდექსებს იყენებს, მაგრამ შედეგებს სხვა ტიპის ინტერფეისში ათავსებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ძიების პროცესი რამდენიმე ღილაკზე დაკლიკვით დააკონფიგურიროთ. მაგალითად, შესაძლებელია სასურველი ფაილის ტიპის მონიშვნა — იქნება ეს ციფრული მაჩვენებლები თუ ციტატები.

Duck Duck Go-ს ან Bing-ის მსგავსად, რომლებიც გამოვიდა შესაბამისად 2008 და 2009 წლებში, Waldo-ს სურს, ინდუსტრიაში დიდი ადგილი დაიმკვიდროს და მთელი „სივრცე“ გუგლს არ დაუთმოს. ჯერჯერობით ეს ვერავინ შეძლო, მაგრამ ახალი პლატფორმა ყველაფერს აკეთებს მომხმარებელთა ყურადღების მისაპყრობად — მაგალითად, ყველას გვაწუხებს ბრაუზერში ერთმანეთის მიყოლებით გახსნილი ჩანართები, „ვალდოს“ შემთხვევაში კი, სურვილისამებრ, შესაძლებელია ნებისმიერი სტატია პირდაპირ საძიებო სისტემის პირველივე გვერდზე წაიკითხოთ (მარცხენა მხარეს A-ს დაჭერისას). ამასთანავე, შეგიძლიათ, რიცხობრივი მონაცემების ცალკე სანახავად D-ს დააკლიკოთ. გარდა ამისა, შესაბამისი ღილაკებია მხოლოდ PDF ფაილებისა და .gov გვერდების სანახავად.

აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ Waldo-ს შემქმნელების თქმით, ის მხოლოდ სანდო წყაროებს ეყრდნობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დეზინფორმციის უხვად გავრცელების პარალელურად. თანაც, ამ ეტაპისთვის აღნიშნული საძიებო სისტემა სრულიად უფასოა და კონკრეტული კორპორატიული პაკეტები არ აქვს.

TikTok-ზე კონტენტის ვირუსულ გავრცელებას „ფარული ღილაკი“ წყვეტს — რას ნიშნავს ეს?

ორმა ასტრონომმა კოსმოსური ნარჩენების კატალოგი შექმნა