in

Uber და Walgreens კორონავირუსის ვაქცინის უფასო ტრანპორტირებას განახორციელებენ

Walgreens ყოველკვირეულად ვაქცინის 39 300 დამატებით დოზას მიიღებს

veon
veon

Walgreens და Uber Technologies ახალ პარტნიორობას, რომელიც კორონავირუსის ვაქცინების დანიშნულების ადგილამდე უფასო ტრანსპორტირებას გულისხმობს. ინიციატივა უახლოესი თვეების განმავლობაში საპილოტე პროგრამებით გავრცელდება და საწყის ეტაპზე აშშ-ს რამდენიმე ქალაქს მოიცავს.

“ტრანსპორტირების პრობლემა არასდროს უნდა იქცეს ჯანმრთელობის დაცვის ბარიერად. ჩვენ ველით ამ ახალ საინტერესო პარტნიორობას Walgreens-თან ერთად, რომელიც Uber-ის პლატფორმის ძალას გამოიყენებს და ერთად ვიმუშავებთ პანდემიის წინააღმდეგ” – ამბობს Uber-ის დენერალური დირექტორი დარა ხოსროშაჰი.

“ახალი ფედერალური საცალო აფთიაქის პროგრამის” ფარგლებში Walgreens ყოველკვირეულად ვაქცინის 39 300 დამატებით დოზას მიიღებს, რომლებსაც შემდგომ 15 მიმართულებით გადაანწილებს.

როგორც კომპანიები აცხადებენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ “მოდერნას” ვაქცინის დისტრიბუციას ეწევიან, რომლის გამოყენებაც უკვე ფედერალურად არის დამტკიცებული. Walgreens-ის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ახალი შესაძლებლობა არ გულისხმობს არაკვალიფიციური ვაქცინის დოზების მიღებას.

Spotify ახალ ფუნქციას ტესტავს – მალე სიმღერების ტექსტების წაკითხვასაც შეძლებთ!

როგორ დავძლიოთ ნეგატიური გამოცდილებები