გასული წლის მონაცემებით, თბილისში პირადი ავტომობილების რაოდენობა 529.3 ათასი იყო, 2023 წელს ამ რაოდენობამ 619 ათასს მიაღწია. ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყარო კი, სწორედ ავტომობილების გამონაბოლქვია.
Bolt-ის მთავარი მისიაა შექმნას ქალაქები ადამიანებისთვის და არა მანქანებისთვის. ამ მისიის ფარგლებში, აპლიკაციაში დროებით გამოჩნდა ახალი Walk კატეგორია, რომელიც მომხმარებლებს მოუწოდებს გასეირნებისკენ.
იმ დროს, როცა ქალაქში მგზავრობა ხშირად საცობებთან და შეფერხებებთანაა დაკავშირებული, ფეხით სიარული მოკლე მანძილებზე გადაადგილების ყველაზე ჯანსაღი, ეკომეგობრული და უსაფრთხო საშუალებაა.
კამპანიის ფარგლებში, Bolt-მა თავის მგზავრებს, სხვა საჩუქრებთან ერთად, გადასცა რუკები, სადაც თბილისის საუკეთესო სასეირნო ადგილები იყო თავმოყრილი.
ასევე, Facebook გვერდზე გამოცხადებულია გათამაშება – შეჯიბრი ნაბიჯების შეგროვებაში. კამპანიის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც დღის განმავლობაში ყველაზე მეტ ნაბიჯს გაივლიან და სამგზავრო ვაუჩერები გადაეცემათ.
როცა საბოლოო მისამართი არც ისე შორსაა, გაიარე ფეხით – აარიდე თავი საცობებს და იზრუნე შენს ქალაქზე.
[R]