in

რობოტი, რომელიც ჩინეთის სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობას აკონტროლებს

veon
veon

ჩინეთში, 2000-ზე მეტი დაწყებითი სკოლის მოსწავლის სასწავლო პროცესი, ყოველ დილით, ასე იწყება – მოსწავლე დგება რობოტი ექთნის პირისპირ და აჩვენებს სახეს, თვალებს, ენას, ხელებს. ჯანმრთელობის კონტროლისთვის შექმნილ რობოტს, სახელად Walklake 3 წამი სჭირდება იმისათვის, რომ ბავშვებში სხვადასხვა პრობლემა დაადგინოს. მაგალითად, კონიუნქტივიტი, ხელებთან, თვალებთან, პირის ღრუსთან დაკავშირებული პრობლემები. New Scientist-ის ცნობით, Walklake ოთხკუთხედი, მომღიმარი რობოტია, რომელიც დროთა განმავლობაში გადაწყვეტს, რომელი ბავშვი გაუშვას სახლში, ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და რომელი არა…

უცნობია, რამდენად ეფექტურია მსგავსი რობოტით სკოლის ექიმის ჩანაცვლების მცდელობა. თუმცა, იმედია, Walklake მხოლოდ დამხმარეა, რომელიც სკოლის ექიმს ზედაპირულ, სტატისტიკურ ინფორმაციას აწვდის და არა გადაწყვეტილების მიმღები.

https://www.youtube.com/watch?v=Ik92wWAvP5Q

პირველი საავტომობილო ექსპო და თეგეტა მოტორსის რეგიონალური ცენტრი აჭარაში

„ბლექ სი არენაზე“, Jessie J-ს კონცერტისთვის, დამატებითი მატარებლები დაინიშნა