ბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წელი გავიდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით “Airbnb”-მა გულისამაჩუყებელი ანიმაციური ფილმი გადაიღო, რომლის ავტორიც სარეკლამო სააგენტო “VCCP Berlin”-ია.
ფერად და ლამაზ ანიმაციურ ფილმში ჯადოსნური ატმოსფერო ტრიალებს, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევაზე, ხალხის და ქალაქის გაერთიანებაზეა. ფილმის ერთ-ერთი უპირატესობაა ის, რომ სიუჟეტი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.
ანიმაციის გადაღების იდეა 2012 წელს გაჩნდა, როდესაც “Airbnb”-ს ერთ-ერთმა მოგზაურმა კეტრინმა კომპანიას ბერლინში მოგზაურობის რეალური ისტორია მოუთხრო. ცივი ომის დროს კეტრინის მამა კედლის დარაჯი იყო. წლების შემდეგ კეტრინმა გადაწყვიტა მამისთვის გაერთიანებული ბერლინი ეჩვენებინა.
“მე მწამს მოგზაურობის ღირებულებების, იმის, რომ მოგზაურობა საშუალებას გვაძლევს ყველა საზღვრები გავარღვიოთ” – Airbnb-ის დირექტორი ჯონათან მილდენჰოლი.