უოლ სთრითის ნამდვილი მგელი – ჯორდან ბელფორტი თბილისს ეწვევა. ბელფორტი 2015 წლის 28 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს მასტერკლასს სახელწოდებით Straight Line Persuasion, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო კომპანია ”ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი” წარადგენს. მასტეკლასზე ბილეთების გაყიდვა დღეს, 21 ივლისს დაიწყო ვებგვერდზე www.wallstreet.ge დასწრების ფასი 99-იდან 279 დოლარამდე ვარირებს ადგილებისა და მომსახურების არჩევანის მიხედვით. სტუდენტებისთვის კი დადგენილია სპეციალური ფასი – 29 დოლარი – ასევე სპეციალური პროცედურები ინდენტიფიცირებისთვის. ივლისი-აგვისტოს პერიოდში მოქმედებს ადრეული შესყიდვის ფასი, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება რეგულარული ფასისგან. სრული ინფორმაცია ფასების, პროგრამისა და სპიკერის შესახებ მოცემულია გვერდზე www.wallstreet.ge ჯორდან ბელფორტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სპიკერია მსოფლიოში. წლის განმავლობაში, ის 5-6 ქვეყანას სტუმრობს და მსმენელს გამოცდილებასა და გაყიდვების საუკეთესო მეთოდებს უზიარებს. ბელფორტის მასტერკლასებს ძირითადად ესწრებიან გაყიდვებისა და მარკეტინგის, ასევე ბრენდინგის, ბიზნესის განვითარებისა და მართვის სპეციალისტები და ლიდერები.
“Wall Street მგელზე” ბილეთების გაყიდვა დაიწყო!
