in

ჩილელმა არქიტექტორმა, უდაბნოს მარილი, კედლის ფილებად აქცია

ჩილელმა არქიტექტორმა მალე ურიბე ფორესმა, უდაბნოს მარილისგან, კედლის რეაქტიული ფილები შექმნა. მისი ინსტალაცია “Salt Imaginaries” უკვე სამუზეუმო ექსპონატია.

ფორესმა, ფილების დასამზადებლად, თაბაშირი და ატაკამას (უდაბნო ჩილეში) მარილი ერთმანეთში აურია. ასეთი მასა, როგორც წესი, კრისტალიზდება, ამიტომ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მას გეომეტრიული ფიგურების ფორმა მისცა. ძირითადად, 2 სახის ზედაპირი გაუკეთა – აქედან, ერთი უფრო მეტად დამუშავებულს ჰგავს. 3-მეტრიანი კედლისთვის 1 300 ფილა დასჭირდა. განათების კინეტიკური სისტემის საშუალებით კი, კედელზე, მოძრავი ჩრდილების ეფექტი შექმნა.

„მარილის გამოყენება 14 000-ზე მეტი დანიშნულებით შეიძლება. ჩვენ კი, ხშირად, გვავიწყდება ან ვერ ვამჩნევთ ამას. გარემოსდაცვითი კრიზის ფონზე, ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, უმნიშვნელოვანესია ტრანსფორმირებადი მასალების გამოყენება. ფილებით მოპირკეთებული კედელი ეს არის საშუალება, დავინახოთ ჩვენი ინტერიერი როგორც სტაბილური, თუმცა ცვალებადი გარემო. მარილი და ყველა სხვა მასალა კი აღვიქვათ, როგორც კულტურული კონსტრუქციები“, – ამბობს დიზაინერი.

ფორესს უნდოდა, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მსოფლიოსთვის მარილის შესახებ ისტორიული და თანამედროვე ქრონიკები. ასევე, სურდა, ეჩვენებინა, როგორ შეიძლება ამ ღირებული და უნივერსალური რესურსის გამოყენება. ატაკამას უდაბნოში რომ მოხვდა, პირველად მაშინ აღმოაჩინა მარილის უჩვეულო ფორმაციის უნარი.

„ისინი ციფრულ დარენდერებულ ქანდაკებებს ჰგავდა. გაოგნებული ვიყავი, რომ ვნახე, როგორ იცვლიდა ფორმებს. თურმე, მარილის რამდენნაირი კომპოზიცია არსებობს. . . . ღია პეიზაჟის შუაგულში ვიდექი და გაოგნებული ვუსმენდი მშრალი მარილის მთების ტკაცუნს. ეს ხმა ყველგან ისმოდა, ის ხომ სინათლესა და ტემპერატურაზე რეაგირებს, თითქოს საკუთარი სამყარო აქვს. . . შემდეგ ყველაფრის შესწავლა დავიწყე, რაც კი შეიძლებოდა, მარილზე გამეგო“.

ფორესი სხვადასხვა ტიპის მარილის ნარჩენებზე ექსპერიმენტებს ატარებდა. საბოლოოდ ჩილელი და ბრიტანელი ქიმიკოსების დახმარებით, სტაბილურ შემადგენლობას მიაგნო. აქედან გაფხვიერების მატრიცა შექმნა, რომლითაც, საბოლოოდ, სასურველი ფორმები მიიღო და ფხვიერ სილიკონში გადარევით, ფილებიც გამოიყვანა.

კედლის გეომეტრიული მოხატულობა, რომელსაც ფორესი გამოსახულებათა სისტემას უწოდებს, იმ ძველი სამთო კოლონიების არქიტექტურული ნარჩენების მიხედვით შექმნა, ატაკამას უდაბნოში მოგზაურობის დროს რომ აღმოაჩინა.  აქედან აიღო, მაგალითად, „ზოგზაგური“ მოპირკეთების იდეა.

„მინდოდა, იმერსიული ეფექტი შემექმნა და ყველას ყურადღება ამ ზედაპირისკენ გადამეტანა“.

მალე ურიბე ფორესი Design Museum-ის 2020 წლის ერთ-ერთ რეზიდენტ დიზაინერად აირჩიეს. Salt Imaginaries კი, კორონავირუსის პანდემიის გამო მუზეუმის დაკეტვამდე, მუდმივ პროგრამაში იყო.

ინსტალაცია გააფორმეს კიდეც – ფონად მარილის ტკაცუნის ხმა, მზე და მედიტაციური ატმოსფერო, სპეციალური ილუმინაციებით. ამით უდაბნოს „სურათი“ შექმნეს, რომ Salt Imaginaries კიდევ უფრო ეფექტურად წარმოეჩინათ.

წყარო: Dezeen

უეს ანდერსონისა და ჰაიაო მიაძაკის ფილმების მიხედვით შექმნილი გასაფერადებლები

Starlink-ის თანამგზავრები საქართველოს ცაზე ამაღამაც გამოჩნდება