in

გაყიდვები – დაშვებული და დაუშვებელი მეთოდებით

Wall street

pasha-statiebi
pasha-statiebi

Wall Street მგელი თბილისს ეწვევა

ბევრი წელია გვესმის კითხვა: “ეხლა რომ ათი ათასი ჩავდო 1 ან 2 წელში ამოვიღებ?”… ასე დაიწყო 90-იანებში კოოპერატივები, რაც შემდეგ ე.წ. ბიზნესად გარდაიქმნა. მაგრამ კითხვა ისევ აქტუალურია. სამწუხაროდ… არადა, ვაღიარებთ, რომ ჰარვარდი უბადლოა, მერსედესი – პირველი (პირობითად), ლუი ვიტონი კი შეუდარებელი. მაგრამ არცერთის ისტორიაში იძებნება ჩვენებური შეკითხვის მსგავსი. ყველამ მექანიზმი ჩართო. ტიტანური და საუკუნო მექანიზმი.

ისმენ ან უყურებ რეკლამას. ინტერესდები. მიდიხარ რესტორნ “X”-ში და გხვდება ფეხსაცმლისქუსლმოღერებული (იმისთვის, რომ ჩაგარტყას) მომსახურე პერსონალი. ან/და კარგი რესტორანი, რომელიც არაერთგზის კარგ “ცეზარს” მოგართმევს, მაგრამ არა სამუდამოდ. რამდენიმე თვეში ცეზარი ზუსტად ისეთი ხდება, როგორიც პირის შემდეგ, ხელში ნათრევი საღეჭი რეზინა. მომხმარებელი დაიკარგა. სამწუხაროდ…

ქუჩაში იქნევ ხელს. ჩერდება ტაქსი. ჯდები. მიდიხარ. მძღოლი აღტკინეული გესაუბრება, რომ ბევრი დიპლომი აქვს და ძალიან კარგად იცის, რომ ამერიკულმა თუ ევროპულმა ხედვებმა ქვეყანა დაქცევამდე მიიყვანა. შენი აღტკინება, ამ დროს, სხვა დიხოტომიაშია, რადგან სენსორულ მეხსიერებაში, რეცეპტორების გავლით, საშინელი “ნასკის” სუნი შედის. ითხოვ ავტომობილის გაჩერებას და ტოვებ სალონს. მომხმარებელი დაიკარგა. სამწუხაროდ…

მაგრამ თვითდასაქმებულები, თვითბიზნესები, ჰაუსჰოლდები იქით იყოს… შედიხარ ბანკში – მეტლახია აყრილი და იქ მაინც გეუბნებიან, რომ “უსვეცკესი” პირობები აქვთ (შენ რომ კაბალურს ეძახი). გაცოფებს გათიშული ტელევიზია ან შენელებული ინტერნეტი; რეკავ – და იქ პასუხის ღირსად მხოლოდ რობოტი გთვლის, რომელიც ვერ აგვარებს შენს პრობლემას და შენი უფლებები თუ კონტრაქტი სულ ფეხებზე ჰკიდია.

იძახებ სადაზღვევო კომპანიის “ოჯახის ექიმს”, რომელსაც არ ცალია. ტელეფონზე კი, რობოტი არა, მაგრამ რობოტზე არანაკლები რობოტი გოგონა დაგმართებს სტენოკარდიას (რომც არ გჭირდეს). მიხვალ გამოჩენილ “ბრენძოვი” “პროფილაქტიკაში”, ზეთის შესაცვლელად, და “კარტერს” მოტეხავნ ან/და 4,6 ის მაგივრად 2,6 ლიტრ ზეთს ჩაასხავენ ძრავში.

დიახ… ეს ის სუბიექტებია, ვინც საგულდაგულოდ იყენებს ყველა საკომუნიკაციო არხს იმისთვის, რომ ზე-სვეტად წარმოაჩინოს თავი. სწორედაც რომ ზე-სვეტად და არა მომხმარებელზე ორიენტებულ ბიზნეს-სუბიექტად.

ასე, და უარესადაც, მოატყუა ნიუ იორკში ჯორდან ბელფორტმა მყიდველი და დაიჭირეს. იჯდა. მოინანია. გამოსწორდა. მაგრამ შეჩერდა? არა, რა თქმა უნდა. უფრო დიდი ტემპით აიღო გეზი! მაინც გაყიდა. ამასთან, იმ პირობებში, რომ მის ყველა ქმედებას ლუპით აკვირდებოდა ფედერალულრი სამსახური, უოლ სთრითი, მედია, მყიდველი და ყველა ვისაც არ ეზარებოდა. “ვეღარ გაყიდისო” – ასე იძახდნენ. მაგრამ უფრო მეტი გაყიდა. არეალიც კი გააფართოვა. თავიდან თუ მხოლოდ ბირჟაზე დაქროდა, იქ მხოლოდ დამფუძნებლის (ათობით საბროკერო კომპანიის) აჩრდილი დატოვა; ფიზიკურად კი მსოფლიოს მოედო და, დღეს, სხვას ასწავლის კალმის გაყიდვას (კონცეფცია – Sell Me The Pen).

უოლ სთრითის მგელის თბილისში ჩამოყვანის იდეა გაჩნდა, მას შემდეგ რაც კარგად გავაცნობიერე, რომ გაყიდვა ნებისმიერი მეთოდით ის მთავარი ასპექტია, რომელიც ქართულ ბიზნესსა და ნებისმიერ ინდივიდს ძალიან წაადგება სწრაფი განვითარებისთვის. ჯორდან ბელფორტი ამის უბადლო მაგალითია. რადგან სწორედ მან გამოიყენა ყველა – ჯერ დაუშვებელი, შემდეგ კი დაშვებული მეთოდი, რითაც უზარმაზარი იმპერია შექმნა.

ბელფორტი – იგივე მგელი – 28 ნოემბერს თბილისში იქნება. მისი სასაუბრო არა მხოლოდ დამარწმუნმებელი კომუნიკაცია (ლიცენზირებული პროგრამა – Straight Line) იქნება, არამედ ისიც, როგორ ინარჩუნებენ მომხმარებელს სამუდამოდ. ანუ ის, რაზეც პირველ აბზაცში ვისაუბრეთ და შემდგომ ამზაცებში გამოჩნდა, როგორც დამოუკიდებელი ან დამოკიდებული (ესეც შესასწავლია) ცვლადი. ინფორმაცია ჯორდან ბელფორტის მასტერკლასზე ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: www.wallstreet.ge

ავტორი: ოთარ ქირია



“შენი შვილი არის ის, რასაც შენ ჭამ” – პროვოკაციული კამპანია ბრაზილიაში

“დუგლაძეების ღვინის კომპანიის”  წარმატებული რებრენდინგი