წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორია ჯერ მხოლოდ ერთი კვირისაა, თუმცა ჰოლივუდი უკვე შუედგა მის შესახებ ფილმის გადაღების საავტორო უფლებების მოპოვებას – როგორც ვიგებთ, Metro-Goldwyn-Mayer-მა New York Times-ის ბესტსელერი ავტორის, ბენ მეზრიჩის წიგნის იდეის მიხედვით, ფილმის, “ანტისოციალური ქსელი” გადაღების უფლებები შეისყიდა. როგორც ავტორი ამბობს, მომავალი წიგნი დამოუკიდებელ მოყვარულ ინვესტორებს, გეიმერებსა და ინტერნეტ ტროლებს ეხება, რომლებმაც უოლ სტრიტის ელიტა “დაამრცხეს”
როგორც იცით, უოლ სტრიტის ინვესტორები GameStop-ის განადგურებას წინასწარმეტყველებნენ, რისი საპირისპიროც მალევე დაამტკიცეს ინდივიდუალური, ენთუზიაზმით სავსე ინვესტორებმა – ვიდეო თამაშების მაღაზიათა ქსელის აქციები საგრძნობლად გაიზარდა. ეს ყველაფერი აქ არ დასრულებულა და Reddit-ის მომხმარებლები ცდილობენ, აქციის ფასი კიდევ უფრო მეტად გაზარდონ.