in

„მართე შენი ფინანსები მარტივად“ – WallyPay უკვე საქართველოშია

რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდებით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სიმარტივეს, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. ციფრული ტექნოლოგიების განვითარება ცვლის მომხმარებლის ბრენდისადმი დამოკიდებულებას, რაც ბაზრის მოთხოვნებსა და ტენდენციებზეც აისახება.

BOG
BOG

დღეს, ბრენდის მიმართ მომხმარებლის მოთხოვნა სრულიად შეიცვალა და სხვა ღირებულებების მატარებელი გახდა. ადამიანები კომპანიებისგან გარკვეული საჭიროების მისაღებად ითხოვენ არამხოლოდ პროდუქტს, არამედ სისწრაფეს, სიმარტივეს და გამოცდილებას. შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რა მასშტაბის კომპანია ვართ, მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე, მოქნილობა და სიმარტივე შესაძლოა, ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს.

„სიმარტივე ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებში“ – სწორედ ამ მიზნით, საქართველოში შემოდის საერთაშორისო ფინტეკ კომპანია „ვოლიფეი“ (WallyPay), რომელიც ქართველ მომხმარებლებს ფინანსების მართვის უფრო დამოუკიდებელ, მოქნილ და მარტივ პლატფორმას სთავაზობს.

WallyPay-ს დირექტორი საქართველოში – ნათია ჭყოიძე

ჩვენ ვართ MasterCard-ის პარტნიორები და ეს საშუალებას გვაძლევს, საგადახდო ბარათით ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია დამოუკიდებლად განხორციელდეს, ხოლო მობილური აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლის მიერ საკუთარი ფინანსების მონიტორინგი რეალურ დროში მოხდეს. პირველი ბარათების გაცემა უკვე დაიწყო კონკრეტულ სეგმენტზე და სულ მალე, ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

WallyPay საშუალებას იძლევა, განახორციელოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები, აკონტროლოთ ყოველდღიური ტრანზაქციები, გადაიხადოთ კომუნალური ან სხვა გადასახადები, დაიმატოთ თანხა პარტნიორი საფინანსო კომპანიებისგან.

გარდა ამისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საშუალებას ვაძლევთ, პლატფორმის გამოყენებით, მოახდინონ პროცესების გაციფრულება და ოპტიმიზაცია, დისტანციურად აწარმოონ პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან, გაუკეთონ მათზე მორგებული შეთავაზებები, რაც დადებით გავლენას მოახდენს მათ ფინანსურ შედეგებზე“, – ამბობს ნათია ჭყოიძე, WallyPay-ს დირექტორი.

WallyPay-ს მომხმარებლები პარტნიორ კომპანიებში სხვადასხვა ექსკლუზიური შეთავაზებებით ისარგებლებენ. WallyPay-ს პირველი პარტნიორი საქართველოში „ევროკრედიტი“ იქნება, ამ ორი კომპანიის თანამშრომლობა კი მომხმარებლებს უამრავ პროცესს გაუმარტივებს. „ევროკრედიტში“ მოთხოვნილი სესხის თანხა მომხმარებლებს პირდაპირ WallyPay-ს საფულეში ჩაერიცხებათ და მათ ოფისში მისვლა აღარ მოუწევთ. მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფებში „ევროკრედიტმა“ WallyPay-ს დანერგვა უკვე დაიწყო და მალე ის „ევროკრედიტის“ ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„ევროკრედიტის“ დირექტორი მიხელ ნონიკაშვილი

ჩვენი ამოცანა მომხმარებლებისთვის პროცესების გამარტივება და მაქსიმალურად კომფორტული დისტანციური მომსახურების შეთავაზებაა. თანამედროვე, ინოვაციური მიდგომები ამის უფრო მეტ საშუალებას გვაძლევს, განსაკუთრებით დღევანდელი COVID 19 -ის სიტუაციიდან გამომდინარე. WallyPay-ს და „ევროკრედიტის“ პარტნიორობა მომხმარებლებთან ურთიერთობას უფრო მეტად მოქნილს გახდის და მათ დამატებითი დროის და რესურსის დაზოგვის საშუალებას მისცემს, ვინაიდან მომხმარებელს არ ექნება ფილიალში სტუმრობის აუცილებლობა. ის არ დახარჯავს დროს, არ იდგება რიგში, არ მოუწევს პანდემიის პრევენციისთვის აუცილებელი, არაკომფორტული პროცესის გავლა, ჩვენი მომხმარებელი დისტანციურად შეძლებს სესხის აღებას „ევროკრედიტში“, – ამბობს მიხელ ნონიკაშვილი, „ევროკრედიტის“ დირექტორი.

სატესტო პერიოდის გავლის შემდეგ, ძალიან მალე, საქართველოში WallyPay-ს ბარათი ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მანამდე კი, თუ გსურთ პირველ 1000 მომხმარებელს შორის მოხვდეთ და ისარგებლოთ სპეციალური პირობებით, გაიარეთ რეგისტრაცია წინასწარ.

 

[R]

„საქართველოს ბანკი“ სოციალური პროექტების განხორციელებას განაგრძობს

საქართველოს უნივერსიტეტი 3 სტარტაპში ინვესტირებას ახორციელებს