in

რა შესაძლებლობებს გთავაზობთ Mastercard-ის პარტნიორი აპლიკაცია WallyPay?

ინტერვიუ WallyPay-ის გენერალურ დირექტორ ნათია ჭყოიძესთან

ფინანსურ სექტორში სიახლეების დანერგვისთვის და საერთაშორისო დონეზე პროექტების წარმატებით შესრულებისთვის, 26 წლიანი სამუშაო გამოცდილების გარდა, საჭიროა ამ სფეროს სიყვარული, დაუზარელი შრომა და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგომა. როდესაც ყველაფერი ეს ერთ ადამიანში იყრის თავს, მისგან საოცრებებს უნდა ველოდოთ.

გრენობლის ბიზნესის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული, Dual MBA – Management Consulting-ში, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების სერთიფიკატების მფლობელი, როგორებიცაა: Deutsche Bank, National Bank of Greece, Visa International, American Express. მისი ნიჭი და უნარები, თავის დროზე წარმატების მიღწევაში დაეხმარათ შემდეგ ორანიზაციებს: ბანკი რესპუბლიკა, სახალხო ბანკი, ჰალიკ ბანკი, KSB ბანკი და ექსპრეს კრედიტი. ყველა მათგანში, ის აღმასრულებელ პოზიციებს იკავებდა.

ჩვენ, ნათია ჭყოიძეზე ვსაუბროთ. თუ ფინანსურ სექტორში მოღვაწეობთ, ეს სახელი და გვარი ალბათ უკვე გეცნოთ.
დღეს, ნათია ვოლიფეის გენერალური დირექტორია და ამ ახალი სტარტაპის შესახებ გვიყვება.

მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ ქართულ ბაზარზე მსგავსი ფინტექ კომპანიის არსებობა უამრავ ადამიანს ყოველდიურად გაუმარტივებდა ფინანსების მართვას, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ერთი მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხარებლისთვის ერთგვარი ფინანსური პარტნიორის როლს მოირგებდა. ასე გაჩნდა WallyPay პირადი ფინანსების მართვის პლატფორმა.

Covid-19 პანდემიის პირობებში, ფინტექ ბიზნესების უმრავლესობა დადგა იმ გამოწვევის წინაშე, რასაც ჰქვია მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება ონლაინ. ჩვენს მთავარ მიზნად, სწორედ ეს ამოცანა იქცა, ამიტომ რესურსების დიდი ნაწილი მივმართეთ პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფისაკენ. ვოლიფეის სერვისების შეთავაზება, Online რეჟიმში დავიწყეთ. ამით მომხარებლებს საშუალება მივეცით, აპლიკაციასთან წვდომა უწყვეტად ჰქონოდათ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე

იმისთვის, რომ მომხმარებლებმა სახლიდან გაუსვლელად WallyPay-ის მობილური აპლიკაციის ყველა შესაძლებლობა გამოიყენონ, ახალი საიდენტიფიკაციო ფუნქციაიდენტომატი (თვითიდენტიფიცირების/რეგისტირების საშუალება) დავნერგეთ

ომხმარებლის სმარტფონი ერთგვარ ტერმინალის როლს ასრულებს, რომლის დახმარებითაც, ძალიან მარტივად და სწრაფად ხერხდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სხვა მონაცემების გადამოწმება, რაც ფიზიკურად ფილიალში მისვლის საჭიროებას გამორიცხავს.

ვინ არიან WallyPay-ის მომხმარებლები და რა პროდუქტებს თავაზობთ მათ?

ვოლიფეის მომხმარებელია ყველა, ვისაც შეხება აქვს ფინანსებთან და უწევს მათი მართვა ყოველდღიურად, ან უბრალოდ ისინი, რომლებსაც სჭირდებათ დამატებითი თანხა სურვილების ასრულებისთვის. იმ ადამიანებს, ვისაც ჩვენს პარტნიორ კომპანიებში მიმდინარე სესხი აქვთ და კვლავ სურთ დამატებითი სესხის აღება, ვთავაზობთ ჩვენი მობილური აპლიკაციის დახმარებით, ერთი კლიკით მიიღონ სასურველი ოდენობის თანხა, ყველაზე მაღალი ფულადი ლიმიტით საქართველოში.

აპლიკაციაში ინტეგრირებულია ძალიან მოსახერხებელი ელექტრონული საფულე, რომლის გამოყენებაც ყველას შეუძლია: ტრანზაქციების განსახორციელებლად, ნებისმიერ ანგარიშზე კონფიდენციალურად და უსაფრთხოდ გადასარიცხად, კომუნალური ხარჯების დასაფარად და სხვა ოპერაციების შესასრულებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გადარიცხვის საკომისიო შეადგენს 0%-ს.

მოგეხსენებათ, მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში იმყოფება და საზღვარგარეთ მუშაობს, ვოლიფეი უცხოეთიდან გზავნილების მისაღებადაც საუკეთესო ვარიანტია.

გვეამაყება, რომ Mastercard-ის პარტნიორი კომპანია ვართ და გვსიამოვნებს, ვოლიფეის Mastercard ბარათის არსებობა, რომლის შეკვეთაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ონლაინ. ვოლიფეი გულგრილს არავის ტოვებს და ვოლი ბარათს ყველას აძლევს. მნიშვნელობა არ აქვს აუღია თუ არა ამ ადამიანს ოდესმე ონლაინ სეხხი, არც მისი საბანკო ისტორია და ურთიერთობა საფინანსო ინსტიტუტებთან არის გადამწყვეტი, ბარათი ყველას სჭირდება. ბარათი, შოპინგისთვის კიდევ ერთი საშუალება და სარგებლის მიღების მშვენიერი პირობაა. მისი გამოყენება 210 ქვეყანაში შეიძლება, გადახდა კი შესაძლებელია სხვადასხვა ფიზიკურ, თუ ონლაინ სავაჭრო ობიექტში. Wally ბარათი ადგილზე მიგვაქვს, ნებისმიერ მისამართზე.

პარტნიორი კომპანიები ახსენეთ, ვინ არიან ისინი და რას გულისხმობს მათთან პარტნიორობა?

ვოლიფეის პარტნიორია თავად Mastercard-ი და მიკრო საფინანსო ორგანიზაციები. თითოეულ მათგანთან პარტნიორობა გულისხმობს, ფინანსური პროდუქტების დახვეწას, განვითარებას და ახალი, საინტერესო შეთავაზებების მოფიქრებას.

როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მობილური აპლიკაცია მრავალფეროვანია და მისი ერთ-ერთი ყველაზე მიშვნელოვანი დანიშნულება არის ის, რომ მომხმარებლებმა მიკრო საფინანსო ორგანიზაციებისგან ყველაზე მაღალი ფულადი ლიმიტით შეძლონ სესხის დამატება. ამგვარად, მიკრო საფინანსოებს საშუალება აქვთ უფრო მეტი ბენეფიტი შესთავაზონ თავიანთ კლიენტებს, თანაც სურვილის შემთხვევაში ამ ადამიანებს შეუძლიათ Wally ბარათის დახმარებით მარტივად გაანაღდონ თანხა, ან გამოიყენონ ელექტრონული საფულე და უპოვონ დანიშნულება პირად ფინანსებს.

სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყვებით?

მიზნად ვისახავთ, რაც შეიძლება მეტი მიკრო საფინანსო კომპანია გახდეს ჩვენი პარტნიორი და მათთან თანამშრომლობის წყალობით, მომხმარებლებს სხვადასხვა ფინანსური პრობლემები გადავუჭრათ.

უახლოეს მომავალში, ასევე ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ საქართველოში წამყვან კრიპტო ბირჟებთან და ვაპირებთ ამ მიმართულებითაც მოწინავეები ვიყოთ სიახლეების დანერგვაში. ძალიან საინტერესო იქნება კრიპტო სერვისების შეთავაზება და მთლიანობაში მოსახლეობის ამ კუთხით წახალისება. დღეს, ძალიან დინამიურ და ცვალებად ტექნელოგიურ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ მაქსიმალურად ყველა ადამიანს უნდა მიუწვდებოდეს ხელი ტექნოლოგიებზე და მათი გამოყენება არ უნდა იყოს შეზღუდული მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფებისთვის. კრიპტო ბარათი და კრიპტოვალუტა ყველასთვის! რატომაც არა?! მზად ვართ აქტიურად ვიმუშაოთ პარტნიორ კომპანიებთან და ვუზრუნველყოთ უმაღლესი ხარისხის კრიპტო მომსახურება.

გვინდა, რომ Wally ბარათის გამოყენება კიდევ უფრო სასარგებლო გავხადოთ და ჩვენს მომხმარებლებს ფიზიკური და ონლაინ შოპინგის, ასევე სხვადასხვა სერვისებით სარგებლობის აქამდე არნახული გამოცდილება შევთავაზოთ. უახლოეს მომავალში, ადამიანებისთვის ყოველდღიურად აუცილებელ, უმნიშვნელოვანეს საჭიროებებს გავაერთიანებთ ერთ ეკოსისტემაში, იქნება ეს ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, კვება, საწვავი თუ სხვა. ვმუშაობთ ქეშბექების სისტემაზე და უკვე მზად არის მრავალი კომპანია, ჩაერთოს ამაში.

WallyPay ტექნოლოგიური კომპანიაა, ამიტომ ჩვენგან მუდმივად ექსკლუზიურ სიახლეებს უნდა ელოდოთ.

[R]

ევროპაბეთმა მსოფლიოს ჩემპიონი რატი ნანავა დაასაჩუქრა

„მერიელის“ აქსესუარები და ბარათები, მოტივაციის, კეთილი სურვილებისა და დადებითი ემოციების გაზიარებისთვის შეიქმნა