in

ახალი ფინტექ კომპანია საქართველოს ბაზარზე

ქართულ ფინანსურ ბაზარზე, მალე, ახალი საერთაშორისო კომპანია – WALLYPAY დაიწყებს ოპერირებას. კომპანიის მთავარი ამოცანაა მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი და მოქნილი გახადოს პერსონალური ფინანსების მართვა.

BOG
BOG

„კომპანია „ვოლიფეი“ ალტერნატიულ გადაწყვეტას სთავაზობს მათ, ვინც საბანკო მომსახურების აქტიური მომხმარებელი არ არის და არა მარტო. „ვოლიფეის“ ელექტრონული საფულე და საერთაშორისო საგადახდო ბარათი ქმნის მოსახერხებელ პლატფორმას, რომელიც სრულიად აღჭურვილია ყველა იმ ფინანსური ოპერაციის ფუნქციონალით, რა საჭიროებებიც მომხმარებელს აქვს ყოველდღიურად: თანხის გადარიცხვა, მიღება, თანხის მოთხოვნა მეგობრისგან, კომუნალური გადახდები, საერთაშორისო გზავნილის მიღება ელექტრონულად, სესხის ონლაინ მიღება პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციებიდან და ა.შ. ამავდროულად, „ვოლიფეი“მომხმარებლის პირადი ინფორმაციისა და ფინანსური ისტორიის დაცულობასა და კონფიდენციალობას​ სრულიად უზრუნველყოფს“.

როგორც კომპანიაში ამბობენ, „ვოლიფეი“ პირველი არასაბანკო ორგანიზაციაა ქართულ ბაზარზე, რომელიც „მასთერქარდის“ საერთაშორისო სისტემის წევრი გახდა.

„ეს კომპანიის მომხმარებელს საშუალებას მისცემს საგადახდო ბარათით ისარგებლოს 200-ზე მეტ ქვეყანაში, ისევე, როგორც გადარიცხოს და მიიღოს თანხა WALLYPAY-ის მომხმარებლისგან – მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“.

ვოლიფეის“ გუნდი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა და დაკომპლექტდა ფინანსურ და საბარათე სფეროში მოღვაწე პროფესიონალებით. მმართველ რგოლს, გასული წლის ბოლოს, ნათია ჭყოიძე შეუერთდა, საბანკო და საფინანსო სექტორში 20 წელზე მეტი გამოცდილებით. როგორც კომპანიაში ამბობენ, მისი გამოცდილება მიკროსაფინანსო კომპანიის მართვის გარდა KSB ბანკის, „ხალიკ ბანკის“, „სახალხო ბანკისა“ და ბანკ „რესპუბლიკას“ მმართველ პოზიციებზე მუშაობას მოიცავს – ამ პერიოდში დაგროვილი ცოდნა ქართული ფინანსური ბაზრის მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნის შესახებ საკმაოდ მნიშვნელოვანია ისეთი ინოვაციურ სერვისზე ორიენტირებული კომპანიისთვის, როგორიც „ვოლიფეია“.

WALLYPAY არის ახალი ფინტექ კომპანია საქართველოს ბაზარზე, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიის სრულიად ახალ გადაწყვეტას სთავაზობს მომხმარებლებს. ამჟამად ორიენტირებული ვართ მომავლის პროდუქტის შექმნაზე, რომელიც ქართველ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ბარიერის გარეშე გადარიცხოს და მიიღოს თანხა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ელექტრონულად. ასევე, ლოკალურ ბაზარზე ისარგებლოს თანხის მარტივი გადარიცხვითა და სხვადასხვა გადახდების მომსახურებით.“ – ამბობს „ვოლიფეის“ დირექტორი ნათია ჭყოიძე.

WALLYPAY-ის ბარათითა და მომსახურებით სარგებლობას მომხმარებელი სულ მალე შეძლებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მიზანი ყველა საჭირო ფინანსური ოპერაციის გაერთიანება და გამარტივებაა, რაც მომხმარებლის ყოველდღიურ ფინანსურ საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

„კომპანიის სიახლეების მისაღებად დარეგისტრირდით! მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს, ან თვალი ადევნოთ კომპანიის Facebook გვერდს“.

[R]

2020 წლის 117 ახალი ემოჯი

„კოკა-კოლა“ პროდუქციას უკვე ახალ ქარხანაში აწარმოებს