in

Walmart დრონებით მიწოდების ქსელს აფართოებს

სერვისით სარგებლობას 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი შეძლებს

საცალო ვაჭრობის კომპანიები ახალ ეტაპზე გადადიან… მათ შორისაა Walmart-იც, რომელიც DroneUp მიწოდების ქსელის გაფართოებას გეგმავს. თანაც, ისე, რომ წლის ბოლომდე 4 მილიონზე მეტ ოჯახამდე მიაღწიოს. შედეგად, ყოველდღიურად დილის 8 საათიდან საღამოს 8-მდე, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, წამლებით დაწყებული, საყვარელი საჭმელებით დამთავრებული, ყველაფერი გამოიძახონ. 

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ბრენდი მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების პროდუქტების მიწოდებას გეგმავდა, აღმოაჩინა, რომ მომხმარებლები ამ სერვისს უპირატესობას მისი მოხერხებულობის გამო ანიჭებდნენ და ყველაზე ხშირად Hamburger Helper-საც კი უკვეთდნენ.

პროდუქტის მიწოდებას 30 წუთზე ნაკლები სჭირდება და ნივთების გადატანა, რომელთა წონაც 10 ფუნტს არ აღემატება, მხოლოდ 3.99 აშშ დოლარად შეიძლება. ჩვეულებრივ შეკვეთას აფორმებთ, მის გამზადებასა და წამოღებას ელოდებით, ბოლოს კი იგი თქვენს სახლში ჩნდება. დრონის მიტანის სერვისით სარგებლობას თავდაპირველად 6 შტატში შეძლებენ, კონკრეტულად კი არიზონაში, არკანზასში, ფლორიდაში, ტეხასში, იუტასა და ვირჯინიაში.

ამას გარდა, Walmart ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს იმგვარად, რომ მომავალში ადგილობრივ ბიზნესებსა და მუნიციპალიტეტებს საგანგებო სიტუაციების მართვის საშუალება მისცეს…

ბრენდი სისტემის გარღვევას, ინოვაციების დანერგვასა და არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას ყოველთვის ცდილობდა. დრონის ქსელის გაფართოებით კი ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ, — ამბობს სემ ვოლთონი, Walmart-ის დამფუძნებელი.

როგორია ბავშვების თვალებით დანახული თავისუფლება? – საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი

მკვლევრებმა მსოფლიოში ყველაზე დიდი მცენარე აღმოაჩინეს