მომხმარებლები მარკეტერებისგან, ყველაზე მეტად, დამაიმედებელ და გამამხნევებელ მუხტს ელიან. სწორედ ეს იქცა Walmart-ის შთაგონების წყაროდ და საზოგადოებისთვის ოპტიმისტური განწყობის შესაქმნელად, 60-წამიანი ვიდეორგოლი გამოუშვა. კლიპის მთავარი გმირი Walmart-ის თანამშრომელი, 21 წლის ტერელ მაილსია, რომელიც არიზონაში, სან-ტანის ველის ერთ-ერთ მაღაზიაში განყოფილებას ხელმძღვანელობს. მაილსმა კომპანიაში მუშაობა 19 წლისამ დაიწყო. Covid-19-ის კრიზისის პერიოდში კი, ნეგატიურ განწყობასთან გასამკლავებლად, დაწერა ლექსი Heart of Magic, რომელსაც იმედიანი და ოპტიმისტური ტექსტი აქვს. როდესაც Walmart-ის ხელმძღვანელობამ მაილსის შემოქმედების შესახებ გაიგო, გადაწყვიტა, სააგენტო FCB-სთან ერთად, ვიდეორგოლი შეექმნა და ასეთი რამ გამოვიდა:
თანამშრომელი, რომელმაც საზოგადოების გასამხნევებლად ლექსი დაწერა, Walmart-მა რეკლამაში გადაიღო
