in

Walmart – არასტანდარტული ხედვით შექმნილი იმპერია

Walmart – დღეს, ამ ამერიკულ სავაჭრო ქსელს მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის ღირებულება $395 მილიარდია. მაღაზიათა ქსელის შესახებ საერთაშორისო მედიაში არაერთხელ დაწერილა და მის შემქმნელსაც დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ. დღეს, სწორედ სამუელ უოლტონზე გესაუბრებით – ადამიანზე, რომლის სახელსაც უკავშირდება Walmart-ის დაარსება.

სემ მურ უოლტონი, აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში 1918 წელს დაიბადა. უმაღლესი ეკონომიკური განათლება მისურის უნივერსიტეტში მიიღო, შემდეგ J.C. Penney Company-ის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხა, აიოვას შტატში. საკუთარი მაღაზია 27 წლის ასაკში გახსნა, არკანზასის შტატის ქალაქ ნიუპორტში.

ხუთი წლის შემდეგ, მისამართი შეიცვალა და ამავე შტატის ქალაქ ბენტონვილში გადაინაცვლა. საქმეში აქტიურად იყო ჩართული მისი ძმა – ჯეიმსი. 1960-იანი წლების დასაწყისში, ძმები აქტიურად ძდილობდნენ Ben Franklin-ის მაღაზიათა ქსელის გაფართოებას.

უოლტონს ჰქონდა იდეა, რომ მაღაზიის კონცეფცია ფასდაკლებაზე ყოფილიყო დაფუძნებული და პატარა ქალაქები აეთვისებინა. როდესაც ეს იდეა არსებული კომპანიის მმართველებმა დაიწუნეს, უოლტონმა გადაწყვიტა თავად გაეხსნა მსგავსი ქსელი. ასე შეიქმნა Walmart-ის პირველი მაღაზია არკანზასის ქალაქ როჯერსში, 1962 წელს. Wal-Mart Discount City მომხმარებელს სთავაზობდა საქონლის ფართო ასორტიმენტს, ფასდაკლებით.

იდეა უცხო იყო, რადგან იმ დროისთვის დიდ სავაჭრო დისკონტურ მაღაზიებს მხოლოდ დიდ ქალაქებში ხსნიდნენ. უოლტონს კი სწამდა, რომ ეს ბიზნესი პატარა ქალაქებშიც სარგებლიანი იქნებოდა. მაღაზიები ცენტრალური საწყობიდან ახლო მანძილებზე განათავსა. Wal-Mart-ის მაღაზიები (როგორც მაშინ ერქვა) მომხმარებლებს ცნობილი ბრენდების პროდუქტებს შედარებით დაბალ ფასად სთავაზობდნენ. ამავდროულად, კომპანიას არ ჰყავდა კონკურენტები. სავაჭრო ქსელი ძალიან სწრაფად გაიზარდა, 1977 წლისთვის Wal-Mart-ის შემადგენლობაში 190 მაღაზია შედიოდა, 1985 წლისთვის – 800 მაღაზია.

1990 წელს, Wal-Mart-მა გაასწრო აშშ-ის უდიდეს კომპანიებს და კვლავაც განაგრძობდა ზრდას. ფასების შენარჩუნებასა და თანამშრომლობის ლოიალურობას მოგების სწორად განაწილების ხარჯზე ახერხებდა. მის გარდაცვალებამდე, 1992 წელს, Wal-Mart-ს 1735 მაღაზია ჰქონდა, მთლიანად კი მის კორპორაციაში 380 000 ადამიანი იყო დასაქმებული. საინტერესოა, რომ Walmart-მა ზრდა განაგრძო და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციად იქცა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

NASA-ს პროექტი „მტრულ“ უცხოპლანეტელებს მოიზიდავს — მეცნიერების შიში

Coca-Cola-ს კამპანია ბოთლების გადამუშავებისკენ მოგვიწოდებს