როგორც თავად ამბობენ, Walmart-ის ახალი რეკლამა ჩვეულებრივი არ არის — სანაცვლოდ, ერთ-ერთ საკულტო ფილმს აუდიტორიის წინაშე განსხვავებული სახით აბრუნებს. საუბარია Mean Girls-ზე, რომელშიც მთავარ როლს ამანდა სეიფრიდი, ლინდსი ლოჰანი და ლეისი ჩაბერტი ასრულებენ. უბრალოდ, ამჯერად მათი პერსონაჟები წლების შემდეგაა ნაჩვენები, თუ როგორ გააგრძელეს ცხოვრება და რით არიან დაკავებულნი.
სიუჟეტი გვიჩვენებს, რომ მათ საკმაოდ წარმატებული ცხოვრება აქვთ. უბრალოდ, რეიჩელ მაკადამსი არ ჩანს, რომელიც „დედოფალი რეჯინას“ როლს ასრულებდა ალბათ, ამ კვალსაც გაჰყვა.
მართალია, Walmart-ის მთელი ძალისხმევა შავ პარასკევთან დაკავშირებული აქციებისკენაა მიმართული, მაგრამ უშუალოდ ჩვენთვის ფილმის გაცოცხლების მცდელობაა საინტერესო…