in

სოფლად გახსნილი მაღაზიებიდან გლობალურ ქსელამდე – Walmart

Walmart რომ წარმატებული ისტორიის მქონე ბიზნესია, ის ფაქტიც მიუთითებს, რომ ის მაღაზიების ერთ-ერთი უდიდესი საცალო ქსელია მსოფლიოში. თავდაპირველად ამერიკაში დაფუძნდა, შემდეგ კი 20-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა, მათ შორის იყო: კანადა, ბრიტანეთი, გერმანია, მექსიკა, არგენტინა, ჩილე, ბრაზილია, ინგლისი, კორეა, ჩინეთი და ინდოეთი.

istoriebi
istoriebi

სემ უოლტონის მიერ 1962 წელს დაარსებული კომპანია ყოველწლიურად 35%-იან ზრდას აღწევს, ხოლო საშუალო მოგება საათში დაახლოებით 1,8 მილიონ დოლარად არის შეფასებული, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის სტატია მის წარმატების ისტორიას მივუძღვნათ.

დამფუძნებლის შესახებ

Walmart-ის დამფუძნებელი, სემ უოლტონი 1918 წელს კინგფიშერში, ოკლაჰომაში დაიბადა. ის მისურის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა და საცალო მაღაზიაში მუშაობდა. 1945 წელს სემ უოლტონმა ისესხა 20000 დოლარი და იქირავა ერთ-ერთი მაღაზიის ფრანშიზა, რომელმაც უფრო კარგად დაიწყო მუშაობა, ვიდრე ორიგინალი მაღაზიის სხვა ფილიალებმა. 1949 წელს, მაღაზიის იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სემმა გადაწყვიტა, გადასულიყო ბენტონვილში, არკანზასში და გაეხსნა საკუთარი მაღაზია, სახელად Walton’s 5–10.

პირველი მაღაზიის საზეიმო გახსნის ფლაერში ჩამოთვლილია 22 განყოფილება, მათ შორის: ფეხსაცმელი, ყველა სახის ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, წვრილმანი ტექნიკა, საჩუქრები, თმის მოვლა და სპორტული საქონელი.

1960-იანი წლების დასაწყისში, სემ უოლტონმა, მეოცნებემ, რომელსაც სურდა, გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საცალო ვაჭრობის ქსელის მფლობელი. მან დაიწყო მოგზაურობა სოფლებში, რათა გაეხსნა მაღაზიები, რომლებიც ფასდაკლებით შესთავაზებდა პროდუქტს მოსახლეობას. მისი მიზანი იყო, ზრდა გაეგრძელებინა იმ მომხმარებლების მიმართულებით, რომლებსაც საცალო ვაჭრობის გიგანტები არ ემსახურებოდნენ. ასევე უნდოდა, პირდაპირი კონკურენცია აერიდებინა სხვა დომინანტურ უნივერმაღებთან. 

პირველი Walmart

1962 წელს როჯერსში პირველი WalMart მაღაზია გაიხსნა, რომელიც სემმა თავის ძმასთან ერთად დააფუძნა. მისი წარმატებულობა რამდენიმე კონკურენტულმა უპირატესობამ განაპირობა. ესენი იყო:

  • Walmart-ის სტრატეგია მაღაზიების სოფლად განთავსებაზე

დიდი საცალო კონკურენციის თავიდან ასაცილებლად ვოლმარტის დამფუძნებლებმა ისეთი ლოკაციები შეარჩიეს, სადაც სხვა მაღაზიები კონკურენციას ვერ გაუწევდნენ. ეს ადგილები იყო სოფლის ტერიტორიები და თავისი ძირითადი სადისტრიბუციო ცენტრების მახლობელი მდებარეობები. ეს მიდგომა, წარმატებასთან ერთად, ასევე გახდა კრიტიკისა და კამათის საგანი, რადგან მან გამოიწვია ადგილობრივი მცირე ბიზნესის დახურვა, რომლებმაც ვერ შეძლეს კონკურენციის გაწევა.

  • აგრესიული სწრაფვა ეფექტურობისკენ

Walmart ორიენტირებული იყო მიწოდების ჯაჭვების გამარტივებაზე, ახალი ტექნოლოგიების მიღებაზე, ნარჩენების შემცირებაზე და მომწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. თავიდან კომპანია ძირითადად სოფლად გაფართოვდა, დიდი საცალო კონკურენტების თავიდან ასაცილებლად. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ სტრატეგიამ დამსჯელი დარტყმა მიაყენა მცირე კონკურენტებს, რომლებსაც არ შეეძლოთ Walmart-ის ფასებისა ან ეფექტურობისთვის გაეძლოთ.

  • ბრენდირებული პროდუქტი

Walmart-ის კიდევ ერთი უპირატესობა ბრენდირებული პროდუქცია იყო. მაგალითად: Great Value, Sam’s Choice და Equate. ეს კერძო ეტიკეტები Walmart-ს საშუალებას აძლევდა, მაღაზიის ბრენდის პროდუქტები უფრო დაბალ ფასებში შეეთავაზებინა, ვიდრე კონკურენტებს. 

70-80-იანი წლები

1970-იანი წლები Walmart-ისთვის ტრანსფორმაციის ათწლეული იყო – სწრაფი გაფართოებისა და ინოვაციების დრო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა Walmart-ის მომავალ დომინირებას საცალო ვაჭრობის ინდუსტრიაში.

1970 წელს მან დააარსა თავისი პირველი სადისტრიბუციო ცენტრი ბენტონვილში, არკანზასში. შემდეგი ფინანსური ეტაპი დადგა 1972 წელს, როდესაც Walmart-ის აქციები ოთხჯერ გაიზარდა და დაიწყო ვაჭრობა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.

როდესაც კომპანიის გაფართოებამ სხვა შტატებშიც დიდ წარმატებას მიაღწია, Walmart-მა განაგრძო მოწინავე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკა, მათ შორის IBM System/370, რომელიც იყო ვირტუალური მეხსიერების პიონერი და ელექტრონული სალარო აპარატების ფართოდ დამნერგავი.

Walmart-მა ასევე დაიწყო სხვა მაღაზიების შეძენა და სერვისის გაფართოება აფთიაქების, ავტომომსახურების ცენტრების და საიუველირო განყოფილებების გახსნით. 1970-იანი წლების ბოლოს Walmart-ს ჰქონდა 276 მაღაზია, წლიური გაყიდვებით 1,24 მილიარდი დოლარის ოდენობით.

2023 წელს ამ რიცხვმა 10,35 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

„რას ნიშნავს სიძლიერე დღეს?“ — Dr. Martens-ის კამპანია

როგორ დავწეროთ სამუშაო პოზიციის აღწერა – ახლებური მიდგომა