in ,

ოსკარის ცერემონიისთვის შექმნილი ვიდეორგოლები Walmart–ისგან

ბანანი, ხელსახოცი, ელემენტები, შესაფუთი ფერადი ქაღალდი, სმარტფონი ბავშის გამოსახულებით და სკუტერი… ეს ის 6 ინგრედიენტია, რომლებიც Walmart-მა ოსკარისთვის შექმნილი თავსი ვიდეორგოლებისთვის გამოიყენა. ერთია, რომ ოსკარის სარეკლამო ჭრილში მოხვედრა რთულია და დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მეორეა ის, რომ ნამუშევარი განსაკუთრებული უნდა იყოს. იმისთვის, რომ სტანდარტებში ჩამჯდარიყო, ბრენდმა სამ ვიდეორგოლზე სამუშაოდ ცნობილი რეჟისორები მოიწვია ანტუან ფუკუა, მარკ ფორსტერი და სცენარისტებად ივენ გოლდბერგი, სეთ როგენი.

BOG
BOG

პირველ ვიდეორგოლზე “ბრწყინვალე შვიდეულის” რეჟისორმა ანტუან ფუკუამ იმუშავა. რგოლი სახელწოდებით “საჩუქარი”, სადაც პატარა ბიჭი კალათით უცხოპლანეტელებს საჩუქარს უგზავნის, სანაცვლოდ კი მხიარული ემოჯის ფორმის ბალიშებს იღებს, კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ეს მხიარული სიმბოლოები საერთაშორისო ენაა.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=23&v=fE5WoyXl9K8

ოსკარისთვის მომზადებული მეორე რგოლი “დაკარგული და ნაპოვნი” მარკ ფორსტერს ეკუთვნის, რომელიც თავისი ადგილებითა და რობოტებით ვარსკვლავურ ომებს წააგავს.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=60&v=kAyyVHF8rdo

მესამე მიუზიკლის სტილში შექმნილი “ბანანების ქალაქი” ივენ გოლდბერგის და სეთ როგენის ნამუშევარია, აქ ექვსივე ინგრედიენტი ერთად არის თავმოყრილი.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=37&v=gEBWRh99EVA

ამერიკაში ყველა სმიტს ჯიბით ასპირინი დააქვს – კამპანია გულის შეტევის პრევენციისთვის

Mon Guerlain – სუნამო ძლიერი ქალბატონებისთვის, რომლის სახე ანჯელინა ჯოლი გახდა