ლამაზად შეფუთული საჩუქარი, რომელსაც მთელი წელი ელოდებოდნენ და სიხარულის შეძახილები – ასე გამოიყურება ახალი წელი ბავშვებისთვის. რაც შეეხება უფროსებს, მათთვის წელიწადის ეს დღე დიდ ხარჯებთან და გადაღლილობასთან უფრო ასოცირდება. Walmart–მა გადაწყვიტა ახალი წელი უფროსებისთვისაც მაქსიმალურად სასიხარულო და განსაკუთრებული გაეხადა.
https://www.youtube.com/watch?v=8X7meuKT2Ng
იდეის განსახორციელებლად ბრენდმა დახმარება ჰიპნოზის სპეციალისტს სთხოვა. უჩვეულო სადღესასწაულო ექსპერიმენტში მონაწილეობა უშუალოდ Walmart–ის მომხმარებლებმა მიიღეს. პირველ რიგში, მათ ბავშვობაში გამოცდილი ყველაზე განსაკუთრებული ახალი წლის დღე გაიხსენეს, ხოლო შემდეგ, ექსპერტის დახმარებით, იმ დღის ემოციები კიდევ ერთხელ გამოსცადეს. ჰიპნოზის დახმარებით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა მომხმარებელს ის ბავშური ბედნიერება დაუბრუნა, რომლითაც ოდესღაც ახალ წელს ხვდებოდნენ.