ჯესიკა უოლშის კრეატიულმა სააგენტომ &Walsh, პანდემიის თემატიკაზე, ემოჯიების სერია შექმნა. სიმბოლიკებს შორისაა ხელის სადეზინფექციო სითხე, სამედიცინო აღჭურვილობა, ხოლო სამედიცინო პერსონალი სუპერგმირების სამოსში არიან გამოწყობილნი. ნიუ-იორკელმა დიზაინერმა, რომელსაც ქართული შემოქმედებითი ინდუსტრია კარგად იცნობს, 2018 წლის Ad Black Sea-დან, გუნდთან ერთად, ემოჯის ასობით დიზაინი შექმნა კრიზისით გამოწვეული შედეგების აღსაწერად.
გრაფიკული გამოსახულებები პანდემიურ ყოველდღიურობას გამოხატავენ: სახლიდან მუშაობას, ფინანსურ დეფიციტს, სტრესს, გადაწვას… ემოჯიებს შორის, წააწყდებით ხელის სადეზინფექციო საშუალებას, ქირურგიულ ნიღაბს და ა.შ. ესეც, რამდენიმე მათგანი:

















