უკან, 1957 წელს რომ დავბრუნდეთ, წიგნში „უოლტ დისნეის ისტორია“, ერთი-ერთი გამორჩეული ციტატა შეგვიძლია, ამოვიკითხოთ:
შესაძლოა, ვერ გააანალიზო ეს როდის მოხდება, მაგრამ კბილებში დარტყმა შეიძლება, მსოფლიოში საუკეთესო რამ იყოს შენთვის“.

ნეგატიური უკუკავშირი, როგორც გზა, უკეთესი გახდე
ნეგატიური უკუკავშირი შეიძლება ახლად მოპოვებულ ალმასს შევადაროთ. ზედაპირზე, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის თვალსაჩინოა – გამომშრალი, მახინჯი ქვა იდება, თუმცა, გაწვრთნილი თვალი შენიშნავს, რომ ის ძალიან ღირებულია და მხოლოდ გაპრიალება სჭირდება.
კრიტიკაც გასაწმენდი ბრილიანტივითაა: ის მახინჯია. წარმოიდგინე, თავი არ დაზოგე, მიგაჩნია, რომ მაქსიმალურად ეცადე, ამ დროს კი, ვიღაც მოდის და გეუბნება, რომ „უკეთესადაც შეიძლებოდა“. როგორც პოფესიონალი ალმასის მომპოვებელი ნედლ მასალას ძალიან ძვირფას ბრილიანტად აქცევს, ასევეა კრიტიკაც, შენზეა, გამოჭედავ, თუ არა მისგან რაიმე ღირებულს.
რაც უნდა ჭკვიანი და შრომისმოყვარე იყო, ადგილი განვითარებისთვის, ყოველთვის რჩება. გარდა ამისა, ყველა ჩვენგანს აქვს ბრმა ადგილები. მაგალითად, კარგი გრძნობა არაა ხომ, როცა ვიღაც შენიშნავს, რომ კბილში ბროკოლის ნარჩენები გაქვს გაჩხერილი და ამას აღნიშნავს, არა? მაგრამ შენ ხომ გირჩევნია, ეს ვინმემ გითხრას?
რა თქმა უნდა, ზოგი კრიტიკა დაუმსახურებელიცაა. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ის ღირებულია იმიტომ, რომ შენი ქმედებების სხვა პერსპექტივით დანახვაში გეხმარება. თუ ერთი ადამიანი მაინც ფიქრობს ისე, როგორც ფიქრობს, დარწმუნებული იყავი, რომ ასეთები სხვებიც იქნებიან.
კრიტიკისგან სარგებლის მიღებას ემოციური ინტელექტი სჭირდება – უნარი, რომ ემოციები შენს სასარგებლოდ და არა – საწინააღმდეგოდ მართო. იმის გასაღები, რომ კრიტიკა კონსტრუქციულ რჩევად მიიღო, რამდენიმე შეკითხვა დაუსვი საკუთარ თავს:
სხვისი პერსპექტივით საკუთარი თავის დანახვით რა შემიძლია, ვისწავლო?
როგორ შემიძლია ამ უკუკავშირის საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად გამოყენება?
გზა, როგორ უნდა იმოქმედოს ნეგატიურმა უკუკავშირმა სწორად:
- სრულყავი და დახვეწე იდეები;
- ისე შეფუთე იდეები, რომ შენს მოწინააღმედე აუდიტორიასაც სწორად მისწვდე;
- მომავალშიც მზად იყავი მსგავსი კრიტიკისთვის;
- მიიღე, შეეგუე და შეიცვალე კრიტიკის შესაბამისად, თუ ის ადეკვატურია.
არასდროსაა იმის მოსმენა სასიამოვნო, რომ სადღაც შეგეშალა. თუმცა, როცა ასე მოხდება, უოლტ დისნეის წიგნი აიღე და გახსოვდეს:
შექება სასიამოვნოა, მაგრამ ისინი, ვინც გაკრიტიკებენ – გიწვევენ, რომ შეიცვალო და გაიზარდო.
ისინი არიან ადამიანები, ვისაც შენთვის სიმართლის თქმის არ ეშინიათ… მაშინაც კი, თუ ის მტკივნეულია.
წყარო: Inc









