in

უოლტ დისნეის ახდენილი ოცნება და რთული გზა წარმატებამდე

ანიმაციის მამად წოდებული უოლტ დისნეი გასართობი სამყაროს ყველაზე შთამაგონებელი მეწარმეა პლანეტაზე. მას წარმატება დაბადებიდან ნამდვილად არ დაჰყოლია, ყველაფერს თავდაუზოგავი შრომით მიაღწია. პირველი კომპანია ძმასთან ერთად 1923 წლის 16 ოქტომბერს დააფუძნა, რომელსაც Disney Brothers Cartoon Studio ერქვა, თუმცა მალევე შეიცვალა სახელი და Walt Disney Studio-დ გარდაიქმნა. 

istoriebi
istoriebi

როგორც უკვე მიხვდით, ამ სტატიაში დისნეის წარმატების ისტორიას მოგიყვებით.

უოლტ დისნეის ცხოვრების ადრეული წლები

მისი სრული სახელი უოლტერ ელიას დისნეია. ის 1901 წელს მრავალშვილიან ამერიკულ ოჯახში დაიბადა. მისი შემოქმედებითი ნიჭის აღძვრაზე დიდი გავლენა მოახდინა ერთმა ექიმმა, რომელმაც 4 წლის უოლტერს ცხენის დახატვა სთხოვა. 

დისნეიმ მთელი ბავშვობის წლები ხელოვნებას მიუღძვნა. 7 წლის ასაკში მან საკუთარი ნახატების გაყიდვა დაიწყო. მისი სამყარო არ ჰგავდა სხვებისას, მის ნახატებში უზომო ფანტაზია და ოცნებები შეინიშნებოდა. სკოლაში იგი ხშირად ჰყვებოდა ექსცენტრიულ ზღაპრებს თავისი კლასელებისთვის და მათ ვიზუალურ გამოსახულებას დაფაზე ხატვით გადმოსცემდა.

ოჯახის დასახმარებლად უოლტი და მისი ძმა დილის 5-ის ნახევარზე იღვიძებდნენ და სკოლასთან გაზეთებს ყიდდნენ. ამის გამო უოლტს ხშირად გაკვეთილებზე ეძინებოდა, თუმცა მაინც ერთგულად მუშაობდა 6 წლის განმავლობაში.

მარცხით დაწყებული ბიზნესი

პირველი მსოფლიო ომის დროს დისნეიმ სასწრაფო დახმარების მძღოლად დაიწყო მუშაობა. როდესაც ომიდან დაბრუნდა ძმასთან ერთად ანიმაციის ბიზნესი წამოიწყო, პარალელურად კანზას სიტის კომერციული ხელოვნების სტუდიის შეგირდი გახდა, თუმცა მათი კომპანია მალევე გაკოტრდა.

პირველი ბიზნესის დაკარგვის შემდეგ, დისნეიმ ჩაალაგა ჩანთები და მხოლოდ 40 დოლარით გაემგზავრა ლოს-ანჯელესში, რათა მსახიობობა მოეცადა. სამწუხაროდ, მას არც აქ გაუმართლა, თუმცა შეისწავლა ადგილობრივი ბაზარი და ნახა, რომ აქ არ იყო ანიმაციური სტუდია. ამიტომ ისევ მიუბრუნდა ამ ბიზნესს. პირველი გმირი, რომელიც მან შექმნა კურდღელი ოსვალდი იყო, რომელმაც დამწყებ ანიმატორს წარმატება მოუტანა. 

გზა წარმატებისკენ

თავიდან დისნეი მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს ამზადებდა, თუმცა გარკვეული წარმატების მოპოვების შემდეგ პირველ სრულმეტრაჟიან მულტფილმზეც დაიწყო მუშაობა – „ფიფქია და 7 ჯუჯა”. ფილმმა მნიშვნელოვანი კომერციული წარმატება მოუტანა დისნეის კომპანიას, რის შემდეგაც კარგი ამბების მთელი რიგი დადგა. ეს იყო თავისი დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი და მოიპოვა ოსკარის ჯილდო საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში. ამის მერე სრულმეტრაჟიანი ანიმაციების მიმართულება გაფართოვდა და შემქმნელებმა უფრო და უფრო მეტი ფილმის გამოშვება დაიწყეს. დისნეიმ გამოუშვა ისეთი ფილმები, როგორებიცაა: Pinocchio (1940), Fantasia (1940), Dumbo (1941), Bambi (1942), Cinderella (1950), ალისა საოცრებათა ქვეყანაში (1951), პიტერ პენი (1953), ლედი და მაწანწალა (1955).

1930-იანი წლების დასაწყისში დისნეიმ დაიწყო გასართობი პარკის შექმნის იდეის შესწავლა, სადაც ოჯახებს შეეძლოთ დროის ერთად გატარება. 20 წელზე მეტი დასჭირდა დისნეის და მის გუნდს, რომ ოცნება რეალობაში მოეყვანა, თუმცა 1955 წლის 17 ივლისს კალიფორნიაში გაიხსნა დისნეი ლენდი. პარკმა მყისიერი წარმატება მოიპოვა და მუშაობის პირველივე წელს 3 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო. 

დღეისათვის დისნეის სახელი მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი. ღარიბ ოჯახში დაბადებული, ხატვით გატაცებული ბიჭის ოცნება მრავალი მცდელობის შემდეგ რეალობად იქცა და სამუდამო კვალი დატოვა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Google Chrome-ს დისლექსიის მქონე ადამიანებისთვის ახალი ფუნქციები დაემატა

5 გზა გუნდში კრეატიულობის გასაზრდელად