in ,

წამლის საფარის დამატებით, ჩვენი ორგანიზმი ნებისმიერ იმპლანტს მიიღებს

ელექტრონული იმპლანტები, მაგალითად, კარდიოსტიმულატორები, ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში გვეხმარება. თუმცა, შესაძლოა ჩვენმა იმუნურმა სისტემამ იგი უცხო სხეულადაც მიიღოს. ახლა კი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრა სპეციალურ მოწყობილობებზე მედიკამენტების შემცველი საფარის დამატებით შეიძლება. 

M2
M2

ჩვეულებრივ, როცა ადამიანის სხეულში იმპლანტს ქირურგიულად ათავსებენ, იმუნური სისტემა დამცავ ანთებით პასუხს ავითარებს. მაკროფაგები კი ობიექტის გარშემო კაფსულას ქმნიან, რათა მიმდებარე ქსოვილისგან იზოლირება შეძლოს. შესაბამისად, როცა იმპლანტს ფუნქციონირებისთვის ჩვენს ნერვულ სისტემასთან თუ სხეულის სხვა ორგანოსთან დაკავშირება სჭირდება, ეს ქსოვილი მას ხელს უშლის და საბოლოოდ იმპლანტის შეცვლის საჭიროებასაც აჩენს. ახლა კი იმედოვნებენ, რომ MCC950-ის შემცველი მედიკამენტების მქონე მოწყობილობებით ამ პრობლემებს მოაგვარებენ.

„ადამიანებს, რომელთაც დაავადების დასაძლევად იმპლანტები სჭირდებათ, სხვადასხვა მოწყობილობაზე წამლების შემცველი საფარის დამატებით უფრო კარგი შესაძლებლობა მიეცემათ. განსაკუთრებით სასარგებლო კი ეს ნეიროპროთეზირებისთვის იქნება, აქ იგულისხმება ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პროთეზები, სადაც ტექნოლოგია არსებობს, თუმცა ჯერ კონკრეტული პრობლემების გამო ფართოდ არ გამოიყენება,“ — ამბობს პროფესორი კლერ ბრაიანტი.

AI ტვინი, ერთი ნეირონის დამატებით, ადამიანისას აჯობებს

ბუნებრივი და ხელოვნური შაქრის ძირითადი მხარეები