in

მსოფლიოში პირველი წამლის შემცველი კონტაქტური ლინზა შეიქმნა

თუ ალერგია ხშირად გაწუხებთ, კარგი ამბავი უნდა გითხრათ — მსოფლიოში პირველი კონტაქტური ლინზა შეიქმნა, რომელიც თქვენს თვალებს საჭირო წამალსაც მიაწოდებს. 

M2
M2

კომპანია Johnson & Johnson-მა ერთჯერადი ყოველდღიური კონტაქტური ლინზა შექმნა, რომელიც ალერგიის სამკურნალო ანტიჰისტამინით — კეტოტიფენით არის დაფარული. ეს იმ ადამიანებს დაეხმარება, რომლებიც ყოველდღიურად ატარებენ ლინზებს და თან ალერგიასთან გამკლავება უწევთ. სტატისტიკის მიხედვით, თვალების ქავილი ლინზების გამოყენებისას ადამიანების 40%-ს აქვს, 80%-ს კი ალერგიის გამო მათი გამოყენება უჭირს. 

კვლევა 244 ადამიანს მოიცავდა. დადგინდა, რომ ადამიანებს ლინზის ჩასმიდან 3 წუთის შემდეგ თვალების ქავილი აღარ ჰქონდათ და მისი გამოყენება 12 საათის განმავლობაში, ალერგიის საწინააღმდეგო წვეთების მიღების გარეშეც კი, საკმაოდ კომფორტულად შეიძლებოდა.

მედიკამენტის შემცველი კონტაქტური ლინზები იაპონიასა და კანადაში უკვე ხელმისაწვდომია. იგი აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცდა და ამერიკაშიც მალევე გაიყიდება.

რა არის ბირთვული იარაღი და რატომ ვერ გამოიყენებენ მას მარტივად?

უკრაინის მთავრობა NFT-ის საშუალებით სამხედრო სახსრების მოძიებას გეგმავს