in ,

Wandering Bear Coffee სახალისო მარკეტინგს მიმართავს

Instagram-სა და TikTok-ზე ძლიერი ყავის კულტურა არსებობს, რაც ამ პლატფორმებს იდეალურ ადგილად აქცევს რეკლამის განმთავსებლებისთვის. თუმცა როდესაც სოციალურმა პლატფორმებმა კონფიდენციალურობის პოლიტიკა განაახლეს, კომპანია Wandering Bear-ს კოფეინის მოყვარული აუდიტორიის პოვნა გაურთულდა — ანუ, ცივი სასმელების ბრენდმა აღმოაჩინა, რომ ვეღარ დაეყრდნობოდა ალგორითმს.

შედეგად, კომპანიამ რჩევის მომცემი დათვის შექმნა, როგორც ბრენდის იუმორისტული კამპანიის ვარსკვლავი. ორ მოკლემეტრაჟიან ვიდეორგოლში ქალი თავის ღრმა გრძნობებს უზიარებს მეგობარს, რომელიც ძალიან ჰგავს Wandering Bear-ის თილისმას. ასევე, ის სწრაფად გვახსენებს, რომ დათვი გარეული ცხოველია — ეს მის შეთავაზებაში იკვეთება, როდესაც ქალს შვილებისგან დასვენების და ენერგიის აღდგენის პროცესში საკუთარი დის შეჭმას სთავაზობს.

„როცა კომპანიის სახელია Stray Bear, ლოგო არის დათვი, ყავა კი — ძლიერი, მაგრამ სასიამოვნო, ადვილი იყო იმის თქმა რომ ამ თვისებების სინთეზი ნამდვილ დათვში იქნებოდა თავმოყრილი“, — პოლ კაიოზო, Supernatural-ის მთავარი კრეატიული დირექტორი.

ყველა ვთანხმდებით, რომ TikTok-ზე ყავის კონტენტის პოვნა რთული არ არის. მომხმარებლებს შეუძლიათ, ექვს მილიარდზე მეტი ვიდეო იპოვონ ზოგადი ცივი ყავის ტეგის ქვეშ — დაწყებული გაკვეთილებიდან, დასრულებული კრეატიული ისტორიებით. გარდა ამისა, მილენიალებისა და Generation Z-ის მომხმარებლებმა ყავის გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობეს გასული წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ ყავის ინდუსტრია, რა თქმა უნდა, მთლიანად ახალგაზრდა თაობით არ შემოიფარგლება, მისი მიდრეკილება მშრალი, ექსცენტრული იუმორის მიმართ ჩვეულებრივი შემოქმედებითი ხრიკია თანამედროვე რეკლამაში. თუმცა სააგენტომ და მისმა ალგორითმულმა ინსტრუმენტებმა (ცნობილი, როგორც “The Machine”) აღნიშნული ტონის მნიშვნელოვანი ნაკლებობა შენიშნეს ყავის მარკეტინგში. ამან კი შემოქმედებით ჯგუფს რაღაც უჩვეულოს და განსხვავებულის გაკეთების საშუალება მისცა.

როგორ იღებთ გადაწყვეტილებას? — ძლიერი და სუსტი მხარეები

მულტიმოდალურ AI სისტემას კიბოს 14 ტიპის პროგნოზირება შეუძლია