in

ნახეთ, Wanderlust-ის ვიზუალური ბრენდინგი

Wanderlust არის პლატფორმა, რომლის მისიაც იტალიის შემოქმედებითი და კულტურული ღირებულებების წინ წამოწევაა. პლატფორმის იდეა უყურებს ხელოვნებას, როგორც ყველასათვის საერთო ენას. ის პანდემიამდე შეიქმნა და თავიდანვე თაობათა ერთმანეთთან, ტრადიციებისა და აკადემიურობის გარეშე, ექსპერიმენტული გზით დაკავშირება განიზრახა. Wanderlust დინამიკური პლატფორმაა, რომელიც თვითგამოხატვის განსხვავებულობით აერთიანებს საზოგადოებას. ბრენდინგში  თავად სახელწოდება – Wanderlust – დოკუმენტურ წყაროებში 1902 წლიდან გვხვდება. თავად ლოგო სიმბოლო ასახავს სიმბოლოების მოგზაურობას და ერთგვარი კომპასია კრეტივსმოწყურებული ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ, Wanderlust-ის ლოგოდ პოლარული ვარსკვლავი გვევლინება, რომელიც თავგადასავლების მაძიებლებს უწევს მეგზურობას. ბრენდინგის ნაწილია კოორდინატები, რომლებიც ონლაინ მოგზაურობასთან ასოცირდება და ასევე, ტიპოგრაფიული რუკები, რომლებსაც წარმოსახვის საშუალებით, ჩვენთვის საინტერესო ადგილებისკენ მივყავართ.

გაქცეული პატარძალი, საიდუმლო ჯაშუში და სხვა – აპლიკაცია, რომლითაც ვარჯიში ფილმის სიუჟეტს ემსგავსება

21 დეკემბერს ცაზე იუპიტერის და სატურნის “გაერთიანების” ნახვა შეგეძლებათ