in ,

ყველაზე სასურველი ბაბუ – 80 წლის მოდელი და მეოცნებე ვანგ დეშუნი

80 წლის ასაკში აქტიური ცხოვრება, ფიზიკური დატვირთვა და ახალი მიზნების დასახვა ბევრისთვის წარმოუდგენელია. ვანგ დეშუნი (Wang Deshun) 80 წლისაა და მისი ცხოვრება ჯერ კიდევ მრავალფეროვანია.

ცხოვრების მანძილზე მან ბევრჯერ შეიცვალა პროფესია და ბევრი რამ სინჯა: მსახიობობა, სკულპტორობა, მოდელიც კი გახდა 79 წლის ასაკში. ზუსტად ამის შემდეგ იგი ცნობადი სახეა, მას ხშირად ყველაზე სასურველ ბაბუად მოიხსენიებენ.

მის მაგალითზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არა აქვს. ასაკი არ არის მიზეზი, რის გამოც ვერ მიაღწევთ მიზანს და წარმატებას,  ცხოვრების მიმართ თქვენი დამოკიდებულებაა გადამწყვეტი!

 

 

ნახეთ ვიდეორგოლი, რომელშიც ყველაზე ასაკოვანი მოდელებია ნაჩვენები, მათ შორის არის ვანგ დეშუნიც.

 

https://www.youtube.com/watch?v=HJ_eZHG8RI8

სალომე სიხარულიძე – #პირველისამსახური

გაიმეტეთ ბავშვებისთვის საკვები – Ad Council-ის სოციალური აქცია