in

„ვითამაშოთ?“ — Citroën Ami ქალაქს სათამაშო მოედნად აქცევს

მანქანებით სავსე სამყაროში Citroën Ami სრულიად ახალ ხედვას გვაცნობს. კომპაქტურია, ელექტრო და ძლიერი პერსონალიზმით გამოირჩევა. წესებსაც არღვევსო გვეუბნებიან და ეს ამბავი საავტომობილო ინდუსტრიის რეკლამირების წესებსაც ეხება. ქალაქში მოსიარულე მანქანა თამაშში არსებულს მოგაგონებთ, რომელიც თითქოს სათამაშო მოედანზე შედის და დაბრკოლებების მსხვრევას ფეიერვერკებით აღნიშნავს. 

BOG

ეს კამპანია უსაზღვრო ენერგიითა და რეალური მიზნით მოდის. იდეალურად ასახავს იმას, რასაც ეს მანქანა ქალაქის ახალგაზრდა მძღოლებს სთავაზობს, აქციოს ქალაქში ცხოვრება უფრო ხელმისაწვდომი და მეტად სახალისო, — განმარტავს ფედერიკო გოირეტი, Citroën-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

ფილმი მრავალი დეტალითაა სავსე, რომლებიც ხაზს Ami-ის უნიკალურ მახასიათებლებზე უსვამს, იქნება ეს სტანდარტული როზეტიდან დამუხტვის შესაძლებლობა თუ ულტრა კომპაქტური ზომა, რაც ნებისმიერ ადგილზე პარკირების შესაძლებლობას იძლევა. ბოლოს არც ახალგაზრდები ავიწყდებათ, რომელთაც შეუძლიათ Ami-ით მართვის მოწმობის გარეშეც დატკბნენ…

Wanna Play?-ის კამპანიის მუსიკასაც უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება — მიზანი ისეთი რეკლამის შექმნა იყო, რომლის მოძიებაც ადამიანებს Shazam-ზე მოუნდებოდათ. როცა 100-საათიანი რედაქტირებისა და მრავალჯერ განმეორებით მოსმენის შემდეგ, მაინც არ იყო საკმარისი, მივხვდით, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.

ახალი Citroën Ami-ის კამპანიაზე სააგენტო BETC-მ იმუშავა.

რატომ არის ემოციური ინტელექტი აუცილებელი გუნდებისთვის?

Leica – ბრენდი, რომელმაც ყველა გამოცდას გაუძლო