in

ძაღლებისთვის შექმნილი არხი, რომელიც მათ ფოიერვერკებით გამოწვეულ სტრესს აარიდებს

ინტერნეტ სერვისის პროვაიდერმა WAOO ახლახან ახალი არხი გაუშვა, რომლის მიზნად, საახალწლო პერიოდში, ძაღლების მშვიდად ყოფნა დასახა.

ძაღლების უმეტესობა, ყოველწლიურად, იმ დროს, როცა ადამიანები ახალი წლის მოსვლას ვზეიმობთ, იტანჯება. უფრო ზუსტად, ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლების ხმაურში ყოფნა, სინამდვილეში, მათთვის საომარ ზონაში თვითგადარჩენაზე ფიქრს ნიშნავს!..

გაუთავებელი, ხშირი ხმაური ძაღლებს სტრესს, უარეს შემთხვევაში კი – ტრავმასაც აყენებს. WAOO-მ ექსპერტებთან ერთად, 10 საათიანი ვიდეო შეკრა – ბუნების გამოსახულებითა და ნატურალური ხმებით, რომელიც დაგვეხმარება, ეს პერიოდი მშვიდად გადავატანინოთ ჩვენს ძვირფას არსებებს.

ვიდეო Youtube-ზეც ხელმისაწვდომია უფასოდ.

„მე ვარ გიორგი ქვლივიძე – კომუნიკატორი, გამომგონებელი და პატივმოყვარე ინტროვერტი“

#აჩუქეგულით – ლიბერთის თანამშრომლების საახალწლო კამპანია