თუ თქვენ იაპონიას ბრინჯის წლიური მოსავლის აღებისას ეწვევით, დიდი ალბათობით, უზარმაზარ ტარანტულებს, არწივებს და დინოზავრის მსგავს არსებებს წააწყდებით, რომლებიც სოფლის ლანდშაფტს ადევნებენ თვალს. მაღალი ქანდაკებების Wara Art Festival-ის ნაწილია – ეს არის ღონისძიება, სადაც მოსავლის ნარჩენებისგან შექმნილი უზარმაზარი ცხოველებისა და მითური არსებების ფიგურებია წარმოდგენილი.
ტრადიციულად, ჩალა პირუტყვის საკვებად და საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად გამოიყენება, როგორიცაა სანდლები. თუმცა სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებისა და კულტურების ცვლილებასთან ერთად, ფერმერები ჩალის ჭარბ რაოდენობას იღებენ. სწორედ ამ მზარდმა რაოდენობამ განაპირობა უნივერსიტეტისა და ადგილობრივი ფერმერების თანამშრომლობა, რის შედეგადაც 2008 წელს პირველი Wara Art Festival გაიმართა.
დღეისათვის სტუდენტები უზარმაზარ ფიგურებს ქმნიან – შეგიძლიათ წინა წლების ნამუშევრები აქ იხილოთ. მონუმენტური ფიგურები მინიმუმ 30 ფუტის სიმაღლეს აღწევს. მართალია, Covid-19-ის პანდემიამ ფესტივალის შეჩერება გამოიწვია, მაგრამ ახლა უკვე ჩვეულ რეჟიმში დაუბრუნდა საზოგადოებას.