1
Apr
2019

მეცნიერებმა „ცხელი სატურნი“ აღმოაჩინეს

1 Apr 2019

Alta
Alta


მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 მილიარდი წლის პლანეტა TOI-197.0, რომელიც დედამიწაზე 60-ჯერ დიდია. ის სატურნის მსგავსი პლანეტაა, თუმცა, მასზე გაცილებით ცხელი. სწორედ ამიტომ, მას „ცხელი სატურნი“ შეარქვეს. ის საკუთარი გალაქტიკის ვარსკვლავის გარშემო ორბიტას 14 დღეში ფარავს. შესაბამისად, ის ახლოსაა ამ გალაქტიკის „მზესთან“. გამოცემა Insider-ის ცნობით, მკვლევარებმა ახალი აღმოჩენა NASA-ს სატელიტის (NASA’s Transiting Exoplanet Survey Satellite) დახმარებით გააკეთეს.

„ცხელი სატურნი“ ერთ-ერთი პირველი ეგზოპლანეტაა, რომლის აღმოჩენაც NASA-ს სატელიტის TESS-ის მეშვეობით გახდა შესაძლებელი. NASA-მ ეს მისია გასული წლის აპრილში დაიწყო, ტელესკოპი Kepler-ის ჩასანაცვლებლად.

„განსაკუთრებულია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, განვსაზღვროთ როგორც პლანეტის, ასევე, იმ ვარსკვლავის პარამეტრებიც, რომლის გარშემოც ის ბრუნავს. ვინაიდან, პლანეტა ასახავს ვარსკვლავზე არსებულ ბიძგებს/აფეთქებებს“, – აცხადებენ მკვლევარები.

განხილვა