როცა ცურვაზე ფიქრობთ, ალბათ, პირველ რიგში, მაიკლ ფელპსი გახსენდებათ, მაგრამ დროა, რომ კეტი ლედეკიც გაიხსენოთ ხოლმე. მან 16-ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი სხვადასხვა ინდივიდუალურ დისციპლინაში და ეს ერთით მეტი მაჩვენებელია, ვიდრე მაიკლ ფელპსმა შეძლო. 16-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი. ასევე, 1500, 800 და 400 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში უსწრაფესი დროების მფლობელია.
ასე რომ, დიახ, როცა ცურვაზე ფიქრობ ქეტი ლედეკი უნდა გაიხსენო. განსაკუთრებით კი მისი აზროვნების გამო. ლედეკი ყურადღებას ამახვილებს ვარჯიშის გაუმჯობესებაზე, ვიდრე შეჯიბრებების მოგებაზე. მისი ფილოსოფია უფრო მოგზაურობაა, ვიდრე დანიშნულება. მეტი პროცესი, ვიდრე შედეგი.
„მე ვარ ადამიანი, ვისაც ძალიან უყვარს ვარჯიში“, — ამბობს მოცურავე.
მისი წარმატების საიდუმლო, სწორედ თავდაუზოგავ ვარჯიშში მდგომარეობს. მას არ აქვს ფელპსის მსგავსი გრძელი ხელები და „ჰიპერმობილური“ ფეხები, მაგრამ უყვარს თავისი საქმე. სიამოვნებს ცურვა და ეძებს პირად კმაყოფილებას, რომელიც მოდის ყოველდღიურად მცირე გაუმჯობესებების ხარჯზე.
ქეტი ლედეკი არის Visa-ს გლობალური ელჩი, Athleta-ს ტანსაცმლის პარტნიორი და აქვს ხელშეკრულებები ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Adidas, Procter & Gamble და საცურაო კოსტიუმების კომპანია TYR.
როგორც თავად ამბობს, მას სურს მუშაობა და არა მხოლოდ შედეგის მიღება. შედეგს ნაკლებად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს; რა თქმა უნდა, გამარჯვებაც საჭიროა, მაგრამ მთავარი არის პროცესი.
სწორედ ასეთი მიდგომა არის წარმატების გასაღები. ყველას გვსურს მწვერვალზე ასვლა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნამდვილი ბედნიერება მუშაობის პროცესს მოაქვს. ამის ხარჯზე, ყოველი დღე იქნება უფრო დამაკმაყოფილებელი, უფრო მომგებიანი და უფრო მხიარული.