Adidas–მა ჩინეთისთვის ახალი ვიდეორგოლი გადაიღო, რომელშიც ცნობილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემიც მონაწილეობს. ვიდეორგოლის მთავარი გზავნილი იმ ახალგაზრდებისთვისაა, რომლებიც რაღაცის სწავლას ცდილობენ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება კალათბურთი, თუ ბალეტი, პროცესში კი ზედმიწევნითი სიზუსტით ასრულებენ იმას, რასაც ინსტრუქტორები ეუბნებიან. ამ დროს მთელი შესაძლებლობები, ერთი არასტანდარტული ნაბიჯით შეიძლება გაიხსნას. საკუთარი მონდომებითა და ძალებით ხშირად გაცილებით უკეთესი შედეგის მიღებაა შესაძლებელი, ვიდრე სხვების ყურებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე სპორტს ეხება.
https://www.youtube.com/watch?v=EzNG9KtR-kk












