in

ჩემი ბედნიერება ჩემს ზომებზე არ არის დამოკიდებული! – წარმატებული ფუმფულა ქალბატონები JC Penney-ს კამპანიაში

ინტერნეტ მაღაზია JC Penney–მ ახალი სარეკლამო რგოლი გამოუშვა “ფუმფულა ქალბატონებისთვის”.  ვიდეო, სახელწოდებით #HereIAm, მოუწოდებს ყველა ზომისა და წონის ქალბატონს, მიიღონ ბუნებისგან ბოძებული ფორმები.

ვიდეოში ხუთი ახალგაზრდა წარმატებული ქალბატონი გაგვაცნეს, რომლებსაც ზედმეტმა წონამ და დიდმა გარშემოწერილობამ ხელი ვერ შეუშალა კარიერაში. დიზაინერები, მუსიკოსები, მწერლები და უბრალოდ თვითდაჯერებული პიროვნებები. ისინი თავს იწონებენ ახალ კოლექციაში და თამამად აცხადებენ, რომ  ბიკინებსაც კი ატარებენ.

 

 

ვიდეორგოლი გულახდილ საუბარზეა აგებული. რა თქმა უნდა დასაწყისში გოგონებისთვის რთული იყო შეგუებოდნენ არსებულ ფორმებს, სხვების დამოკიდებულებას, მაგრამ სირთულეებმა მხოლოდ გააძლიერა ისინი და წარმატებისკენ უბიძგა. თავდაჯერებულობისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა, იამაყო და გიყვარდეს საკუთარი თავი.

JC Penney–ზე წარმოდგენილი საზაფხულო კოლექცია Plus Size განყოფილებაში ამ ქალბატონების მიერ არის წარმოდგენილი. ახალი კოლექცია სითამამეს, დახვეწილობას და თავისუფლებას პირდება ნებისმიერი სილუეტის ქალბატონს.

ტკივილგამაყუჩებლები, სახელად Damn it და Oh shit, – Print ნამუშევრები

ბავშვური კითხვები, რომლებმაც დიდებს დავიწყებული ოცნებების განხორციელებისკენ უბიძგა – კამპანია #ChangeDestiny