in

Warner Bros.-ის 2021 წლის ფილმები კინოთეატრების პარალელურად HBO Max-ზე გამოქვეყნდება

veon
veon

Warner Bros. Pictures Group-მა 2021 წლის ფილმების სია წარადგინა, რომლებსაც „განაწილების მოდელის“ მეშვეობით კინოთეატრებში უჩვენებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამასთანავე კომპანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამატა ერთ თვიანი ექსკლუზიური წვდომა HBO Max-ის პლატფორმაზე, რაც მიმდინარე გლობალური პანდემიის საპასუხოდ გადადმული სტრატეგიული ნაბიჯია.

ეს სტრატეგია სტუდიის მიერ “Wonder Woman1984 “-ის გამოშვების იდნეტურია, რომელიც თეატრებსა და HBO Max-ის სამაუწყებლო პლატფორმაზე 25 დეკემბრიდან ჩაეშვება. კინოთეატრებში ყველა ფილმის ექსკლუზიური ჩვენება ბიზნეს მოდელის _ სახელად „გამოშვების ფანჯრები“ _ დაცვით გაიმართება.

ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო დროში, რომელიც მოითხოვს კრეატიულ გადაწყვეტილებებს – ენ სარნოფი

უნიკალური ერთწლიანი გეგმის ფარგლებში რეჟისორებსა და პარტნიორებს საშუალება მიეცემათ, ფილმები წარუდგინონ მაყურებელს როგორც კინოთეატრში, ასევე HBO-ს მეშვეობით. ეს შესანიშნავი გადაწყვეტილებაა იმ კინომანებისთვისაც, რომლებიც ჯერჯერობით მზად არ არიან კინოთეატრებში „დასაბრუნებლად“.

„კოკა-კოლას“ ახალი მინერალური წყლის ბრენდი „McCann თბილისმა“ შექმნა

„ბიზნეს ინოვაცია ხელოვნური ინტელექტისა და ნივთების ინტერნეტის გამოყენებით“ – საქართველოსთვის იაპონური ვებინარი ტარდება