დიახ, Warner Bros. Pictures ადამიანებს საშუალებას აძლევს, 16 ივნისს The Flash-ის პრემიერის აღსანიშნავად აუგმენტურ რეალობაში სუპერგმირებივით ჩაიცვან…
სუპერგმირების გულშემატკივრებს შეუძლიათ, YouCam Makeup-ის აპლიკაცია ჩამოტვირთონ, რათა წვდომა მიიღონ ე. წ. დასპონსორებულ კონტენტზე. Flash AR-ის ლინზები სუპერგმირების წითელ ნიღაბს აუგმენტურ რეალობაში მომხმარებლის სახეზე განათავსებს, განათების ეფექტებსაც შემოგვთავაზებს და ფილმის ლოგოს, რომელიც ანიმაციის მსგავსად იტრიალებს ჩვენი თავის ირგვლივ. ეს ყველაფერი კი Perfect Corp.-თან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი…
„მოხარული ვართ Warner Bros. Pictures-თან პარტნიორობით. ხელოვნური ინტელექტისა და აუგმენტული რეალობის გამოყენებით Flash-ის გულშემატკივრებისთვის ფილმის ძლიერ მომენტებს ვქმნით, ვთავაზობთ სრულიად ახალ გზას თავიანთ საყვარელ სუპერგმირებთან დასაკავშირებლად“, — აცხადებს ალის ჩანგი, Perfect Corp.-ის ხელმძღვანელი.
კიდევ უფრო მეტი „სუპერგმირული“ კონტენტისთვის Perfect Corp.-ის YouCam Perfect-ის ფოტოების რედაქტირების აპლიკაცია კიდევ ერთ დასპონსორებულ კონტენტს სთავაზობს მომხმარებლებს — მათ Flash-ის თემატიკის სტიკერები ფოტოების თავზე შეუძლიათ მოათავსონ.
კარგი კი ის არის, რომ YouCam Makeup-ისა და YouCam Perfect-ის აპლიკაციების გადმოწერა უფასოდ, როგორც iOS-ზე, ისე ანდროიდ მოწყობილობებზეა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე აპლიკაცია არჩევით პრემიუმ გამოწერას გთავაზობთ, სპონსორის კონტენტზე წვდომისთვის რაიმეს ყიდვა არ დაგჭირდებათ…