in

უორენ ბაფეტმა საახალწლოდ ნათესავებს 10 000 დოლარის ღირებულების აქციები აჩუქა

უორენ ბაფეტს, ცნობილ ამერიკელ ბიზნესმენს, ინვესტორსა და ქველმოქმედს, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად ნათესავების გახარება ტრადიციად ექცა.

მისი შვილის ყოფილი მეუღლე, მერი იხსენებს: „ერთ შობას მივიღეთ კონვერტი, უორენის წერილით. ფულადი საჩუქრის ნაცვლად, მან 10,000 დოლარის ღირებულების აქციები მოგვცა, რომლის მინდობილობაც Coca-Cola-ს ჰქონდა.“ მერიმ აქციების გაყიდვის ნაცვლად, მათი შენახვა გადაწყვიტა – “ყოველ წელს, როდესაც აქციებს გვჩუქნიდა, მე მათ ვინახავდი და ეს სწორი სტრატეგია აღმოჩნდა“.

ბაფეტი ცნობილია თავისი გონივრული გადაწყვეტილებებითა და სტრატეგიებით. მაგალითად, 1960-იან წლებში ნებრასკაში ეწვია ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიას, სადაც თანამშრომელს გადასცა ყველა ქალის ზომა, რომელიც მის ცხოვრებაში არსებობდა. „მე შემეძლო, მივსულიყავი ამ მაღაზიაში და კაბების დიდი არჩევანი მიმეღო… შემდეგ კი საჩუქრებს ვყიდულობდი ჩემს დებს, სიუზის, გლედისს და ასე შემდეგ. ეს ერთგვარი სიამოვნება იყო ჩემთვის“.

ასევე, საუკეთესო საშობაოსაჩუქრებს შორის ადგილს იკავებს საშობაო ბარათები და შოკოლადები. ბაფეტი თავის ნათესავებს ყოველწლიურად See’s Candies-ის ტკბილეულობას უგზავნის, რომელსაც თან ახლავს მისალოცი ბარათიც.

ბაფეთის 2020 წლის მისალოც ბარათზე ვხედავთ ჩარლი მუნგერის ბიუსტს, რომელთან შეხვადრაც უორენმა პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა. მის სვიტერზე კი ვკითხულობთ: “შენ არ შეგიძლია გქონდეს ზედმეტი სიყვარული, ან საწებელი.” – ან ზედმეტი ჩარლი…

ნონა გაფრინდაშვილის დრო ლეგენდარული მოჭადრაკის სტატუსამდე – TIME-ის კამპანია

როგორ მოვძებნოთ სამსახური 2021 წელს – რჩევები