ეს ნიშნავს, რომ დიდი წარმატება ყოველდღიურ შრომას მოაქვს. და მარტივ, მაგრამ რეგულარულ ჩვევებს. აქაც უორენ ბაფეტის რჩევებს მივყვეთ:
გარშემო მუდმივად სწორი ადამიანები გყავდეთ
რამდენიმე წლის წინ, უორენ ბაფეტმა, ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტებს ასეთი რამ უთხრა: ყოველთვის იმ ხალხისნაირად მოიქცევით, ვინც თქვენს გარშემო იქნება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენზე უკეთეს პროფესიონალებთან გქონდეთ საქმე“.
სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილებები
გქონიათ შემთხვევა, როცა გადაწყვეტილება ძალიან დიდხანს ვერ მიგიღიათ? უორენ ბაფეტი ამბობს, რომ გაჯანჯლებით, შესაძლოა, ზუსტად ის მომენტი გაუშვათ ხელიდან, როცა საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მიგეღოთ.
საკუთრ თავში ინვესტიციის ჩადება საუკეთესო გამოსავალია
უორენ ბაფეტი ამბობს, რომ თუ გინდათ, წარმატებას მიაღწიოთ, ყოველ დღე უნდა „იზრდებოდეთ“, მუშაობდეთ საკუთარ თავზე და განსაკუთრებით, კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესებაზე. მოკლედ, „იმაზე ცოტათი მაინც ჭკვიანი უნდა იძინებდეთ, ვიდრე დილით იყავით.
რაც შეეხება კომუნიკაციას, ბაფეტი თვლის, რომ ამ უნარის გარეშე წარმოუდგენელია ბიზნესში წარმატების მიღწევა.
„შეიძლება ყველაფერი იცოდეთ და ძალიან კარგი მოაზროვნეც იყოთ, მაგრამ ამის გადმოცემა არ შეგეძლოთ. ზუსტად ეს გადმოცემა არის კომუნიკაცია“.
წყარო: Inc.