in

უორენ ბაფეტის 4 ცხოვრებისეული არჩევანი, რაც წარმატებულ ადამიანებს მეოცნებეებისგან განასხვავებს

ომაჰას ორაკულის მარტივი სიბრძნე, რომელიც დღესვე უნდა გამოიყენოთ

უორენ ბაფეტს რჩევისათვის მილიონობით ადამიანი მიმართავს. ომაჰას ორაკულის (ასე მოიხსენიებენ უორენ ბაფეტს) გავლენის ქვეშ ისინიც კი ექცევიან, ვინც არ ეთანხმება. მისი გამონათქვამების სიმარტივე ბევრს აკვირვებს. ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ინვესტორი ეინშტეინის ინტელექტით სულაც არ გამოირჩევა. თუმცა, მას არაერთი ბრწყინვალე საინვესტიციო გადაწყვეტილება აქვს მიღებული. უორენ ბაფეტმა გარშემო შემოიკრიბა მენტორები, მასწავლებლები და კოლეგები, რათა გამხდარიყო ის, ვინც არის ახლა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ცხოვრებაზე, ეფექტიან მართვასა და ინვესტირებაზე მისი რჩევები დიდ მნიშვნელობას ატარებს. აი, მცირე მათგანიც:

ჩადეთ ინვესტიცია საკუთარ საკომუნიკაციო უნარებში

“ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ისაა, რომელსაც საკუთარ თავში აბანდებ,” – ამბობს ბაფეტი. თავის დროზე, მან ჩადო რესურსები საკუთარი საკომუნიკაციო შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, რაც, უორენ ბაფეტის თქმით, თქვენს ღირებულებას ზრდის:”ერთი მარტივი მეთოდი, რომ 50%-ით გაიზარდოთ, ვიდრე ახლა ხართ, არის საკუთარი საკომუნიკაციო უნარების განვითარება – როგორც წერილობითის, ისე ვერბალურის”.

აიღეთ მაგალითი საუკეთესოებისგან და მათ მოდელზე ჩამოაყალიბეთ საკუთარი განვითარება

Berkshire Hathaway-ის აქციონერებისადმი მიძღვნილ წერილში ბაფეტმა მოკლედ შეაჯამა, როგორაა შესაძლებელი დიდ ლიდერად ჩამოყალიბება:

“ის, თუ რას მიაღწევთ ცხოვრებაში, დიდწილად არის დამოკიდებული, თუ ვისით აღფრთოვანდებით და ვის მიბაძავთ”. ციტატა ტომ მერფის მისამართით იყო ნათქვამი, რომელმაც კომპანია Capital Cities Communications სატელეკომუნიკაციო იმპერიად აქცია. მერფი ბაფეტის უდიდეს გულშემატკივრად იქცა და ასწავლა ყველაფერი, რაც კომპანიის მართვისას თავად ისწავლა.

შეწყვიტეთ საქმის გადადება

ოდესმე გქონიათ შემთხვევა, გადაწყვეტილება რომ მისაღებია ან საქმე – გასაკეთებელი, თქვენ კი თავს არიდებთ და მომდევნო დღისთვის ცდილობთ გადადებას? ბაფეტი ამას “თითის წუწვნას” უწოდებს. ესაა პროკრასტინაცია და რაღაცისთვის თავის არიდება, რასაც თქვენს მიზნებამდე შეეძლო მიეყვანეთ. ამაში დროდადრო, ყველა ვართ დამნაშავე და არც ბაფეტია გამონაკლისი:

“რამდენიმე საკმაოდ მსხვილი შესყიდვა გავაკეთე, რაც შანსის სახით გამოჩნდა ჩემ წინაშე და ამის გააზრება მშვენივრად შემეძლო. Berkshire-ის აქციონერებისთვის, ჩემი ჩათვლით თითის წუწვნის ფასი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა”.

მიყევით “ბაფეტის ფორმულას”

ბაფეტის ფორმულა სულაც არაა რთული. მეტიც, ეს ფორმულაც კი არაა. ომაჰის ორაკულის თანახმად, წარმატების გასაღებია ყოველდღიურად უფრო ჭკვიანმა დაიძინოთ. ეს შეიძლება მარტივად გასაგებიცაა, მაგრამ ამავდროულად, ეს არის კარგი ინვესტიცია. მიიღეთ ეს ერთადერთი პრინციპი, დაუთმეთ მას საკმარისი დრო და შედეგიც არ დააყოვნებს.

 

წყარო: inc.



მაგალითი გრანდებისთვის? უკრაინული საფეხბურთო კლუბის ლოგოს გულშემატკივარი აირჩევს

IKEA-მ, მრეწველობისგან დაცვის მიზნით, 11 000 ჰექტარი ტყე შეიძინა