უორენ ბაფეტი მისი სიბრძნითაა განთქმული. ის განსაკუთრებულად ყურადღებით ეკიდება ადამიანებში ინვესტირებას. როგორც მან ერთხელ თქვა “სინამდვილეში, მე მხოლოდ ორი საქმე მაქვს: ერთი – მოვხიბლო და მეორე – შევინარჩუნო ბრწყინვალე მენეჯერები.“ მოზიდვა და შენარჩუნება, ბაფეტის აზრით, ერთი მკაფიო პირობით იწყება:
„ადამიანების დაქირავებისას, მათში სამ რამეს ვაქცევთ ყურადღებას: ინტელექტს, ინიციატივას ან ენერგიას და კეთილსინდისიერებას“.
რატომაა კეთილსინდისიერება ასე მნიშვნელოვანი?
ფსიქოლოგი და ბესთსელერების ავტორი ჰენრი ქლაური წერს, რომ იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის პიროვნება, განსაზღვრავს მის გონებას, ნიჭს, კომპეტენციებს, ენერგიას, ძალისხმევას, ამოცანების შესრულებასა და წარმატების მიღწევას.
როდესაც სწავლობთ საკუთარი გულწრფელობის ყველა ასპექტის გამოყენებას, მიდიხართ იმ წერტილამდე, სადაც ბევრად მარტივია ნდობის მოპოვება, ურთიერთობის აღდგენა კონფლიქტის შემდეგ, თანაგრძნობით მოსმენა ან კრიტიკული უკუკავშირის მიცემა.
სხვებთან ავთენტური ურთიერთობის უნარი და ჭეშმარიტებაზე სწორება ადამიანის მთლიანობის ორი უდავოდ აუცილებელი კომპონენტია. ესაა პიროვნება, რომელიც ორივე შესაძლებლობას გამოიყენებს, იქნება გულწრფელი, სათავეში ჩაუდგება ცვლილებებს და ღირებული მიზნისთვის რეალურ შედეგებს მიაღწევს.
როდესაც არ შეგვიძლია გულწრფელად ცხოვრება და არ გვაქვს გაცნობიერებული მისი მნიშვნელობა, ეს უარყოფითად აისახება ჩვენს ფუნქციურობასა და რაციონალურობაზე. გამოიყენეთ ეს სტრატეგია ყოველდღიურობაში და თავად ნახეთ შედეგი.
იყავით მისაწვდომი
გულწრფელი ადამიანი ყველასთან ღიაა ურთიერთობაში. ის ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს, ახალისებს კითხვების დასმას და მათ განხილვას. მან იცის, რომ ღია და გულწრფელი კომუნიკაცია არაა მხოლოდ ეთიკის საკითხი. ესაა ნდობისა და ღირებულებების საფუძველი კომპანიაში, რაც ეფექტიანობის წინაპირობაა.
შეასრულეთ საკუთარი სიტყვა
რამდენად ემთხვევა თქვენი სიტყვა და საქმე ერთმანეთს? მიყვებით თქვენს დაპირებებსა და ვალდებულებებს? ლიდერმა შეიძლება დაუშვას შეცდომები, ბუნებრივია. მეტიც, ისინი ტოვებენ სივრცეს საამისოდ და აჩვენებენ, რომ შეცდომა ნორმალურია, თუმცა გრძნობენ პასუხისმგებლობას, მიყვნენ მაღალ სტანდარტებს.
იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან
როგორ იგრძნობდით თავს, თუკი ყოველდღიურად იმას იტყოდით, რასაც ფიქრობთ, იქნებოდით გულწრფელი საკუთარ თავთან და მოიქცეოდით ამის შესაბამისად? წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა. საკუთარ თავთან გულწრფელობა ბევრად ნაკლებ სტრესთანაა დაკავშირებული. როცა ნამდვილი ხარ, ენდობი საკუთარ გადაწყვეტილებებს და გენდობიან სხვებიც. ადამიანები აუცილებლად დაგაფასებენ ღირებულებებისა და რწმენის გამო.
წყარო: inc.