უორენ ბაფეტის შესახებ, ალბათ ყველას გვსმენია – ადამიანი, რომელიც ცნობილია მისი გონივრული მიდგომით ბიზნესისა და მის კომპანიებში მომუშავე ადამიანების მიმართ, განსხვავებულია ფულთან მიმართ დამოკიდებულებაშიც. რასაკვირველია, მას აქვს ფუფუნება, იყიდოს იმდენი საცხოვრებელი, რამდენიც მოესურვება, თუმცა ის მხოლოდ ერთ სახლში ცხოვრობს, 5 საძინებლით, რომელიც 1958 წელს $31,500-ად იყიდა. კერძო თვითმფრინავს იყენებს არარეგულარულად, გამონაკლის შემთხვევაში. როგორც აღმოჩნდა, ცხოვრების ამგვარ წესს უორენი მხოლოდ ფულის დაზოგვისთვის არ მიმართავს.

თუკი უორენ ბაფეტივით იქცევით და ცხოვრობთ მარტივად, არ დაიწყებთ ექსტრავაგანტულობის ძიებას. ამის ნაცვლად, ისწავლით სიამოვნების მიღებას. მაგალითად, უორენ ბაფეტი ხშირად საუზმობს McDonald’s-ში, შესაბამისად, თუკი ის დღეს ძვირადღირებულ რესტორანში დაიწყებს, უსათუოდ დაიმახსოვრებს შეფმზარეულს.
ნაკლები პრობლემა
გსმენიათ ფრაზა “ბევრი ფული ბევრი პრობლემაა”? ეს სულაც არ არის ხუმრობა. რაც მეტს ყიდულობთ, მით მეტი გაქვთ მოსავლელი, გასანაწილებელი, დასაცავი და დასაკარგი. ხშირად, შესყიდვებს მოყვება შფოთი – როგორ შეინახო შენაძენი, იურთიერთო კანონთან, დააზღვიო და ა.შ. ამის ნაცვლად, ეს დრო შეგეძლოთ გამოგეყენებინათ ახალი იდეების ძიებაში. ნუ დახარჯავთ უკვე არსებულის მართვაზე ამდენ დროს. თანაც, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მოგიწევთ დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება.
გქონდეს მეტი კავშირი ადამიანებთან
რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ჯაკუზი და ძვირადღირებული მანქანის ძრავის ხმა (თუმცა, რეალობა ისაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ამ ყველაფრის პარალელურად, ცდილობს ქირის გადასახადს გაუმკლავდეს). რაც მეტად იქნები დამოკიდებული მატერიალური ფასეულობების შენახვასა და გაფრთხილებაზე, მეტად გაგიჭირდება გარშემო ადამიანებთან ურთიერთობა. ეს საშინელებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველივე აისახება ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ჰარვარდის 80 წლიან კვლევას თუ დავეყრდნობით, იზოლირებული ადამიანები ნაკლებად ბედნიერები არიან და უფრო ნაკლებსაც ცოცხლობენ. მათ უფრო ადრეულ ასაკში ეწყებათ გონებრივი პრობლემები. ლონდონის ეკონომიკის სკოლის კვლევა, რომელშიც 200,000 ადამიანი მონაწილეობდა, ადასტურებს, რომ სწორედ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული ბედნიერების ზრდა.
თანამშრომლებისა და ხელმძღვანელების უმეტესობა უზარმაზარ ენერგიას დებს უფრო მეტი შემოსავლის მიღებაში. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ფული წარმატების კრიტერიუმად გვაქვს ქცეული. თუმცა, იცხოვრო იმაზე ნაკლები დანახარჯით, ვიდრე შოულობ, გეხმარება მოდუნებაში, გიუმჯობესებს განწყობას და მეტად გაკავშირებს სხვა ადამიანებთან.
იმ დროსაც, როდესაც შემოსავლის ნაკადი მნიშვნელოვნად იზრდება, მყარად იდექი მიწაზე. იყიდე და აკეთე მეტი სხვებისთვის, როგორ ამას უორენ ბაფეტი აკეთებს, რომელიც გამორჩეულია მეცენატ მილიარდერებს შორის. 2000 წლიდან მოყოლებული, მან ქველმოქმედებაში $46 მლრდ-ზე მეტი ჩადო. როგორც ჩანს, ეს პრინციპი მისთვის საკმაოდ კარგად მუშაობს. სწორედ ამიტომ, ის ცხოვრობს სტრესისა და დაძაბულობის გარეშე.
წყარო: inc.com












